ბარსელონას თამაშის მსაჯი ტრავმის გამო შეიცვალა

ბარსელონას თამაშის მსაჯი ტრავმის გამო შეიცვალა

"ელჩესა" და "ბარსელონას" შორის ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში გასამართი შეხვედრის მთავარი მსაჯი შეიცვალა. მიზეზი ტრავმაა.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მარიო მელერო ლოპესის ნაცვლად შეხვედრას ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი განსჯის.

მელერო ლოპესი 2 მარტს "მალიორკასა" და "სოსიედადს" შორის გამართულ შეხვედრაში მსაჯობდა და სავარაუდოდ ტრავმა ამ მატჩში მიიღო.

ახალი მსაჯი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი 39 წლისაა. ის 2004 წლიდან მსაჯობს, ლა ლიგაში კი 2012 წელს დაწინაურდა. 2014/15 წლების სეზონში ერნანდესი Marca-მ საუკეთესო მსაჯად დაასახელა.

კარიერის განმავლობაში ერნანდესი თამაშში საშუალოდ 26.8 ჯარიმასა და 0.38 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ხოლო ფეხბურთელებს 5.3 ყვითელ და 0.28 წითელ ბარათს უჩვენებს.

ერნანდესს "ბარსელონას" შეხვედრაში მონაწილეობა 29-ჯერ მიუღია. კატალონიელებს 17 მოგება, 9 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდათ. ამ მსაჯმა "ბარსას", ხოლო მეტოქეებს 8 ფეხბურთელი გაუძევა. დანიშნული 10 თერთმეტმეტრიანიდან 8 "ბლაუგრანას" სასარგებლოდ იყო.

რაც შეეხება "ელჩეს" - ერნანდეს ერნანდესის მსაჯობით ჩატარებულ 16 შეხვედრაში ალიკანტელებს 3 მოგება, 5 ფრე და 8 მარცხი აქვთ. 9 წითელი ბარათიდან 6 "ელჩეს" ფეხბურთელებმა მიიღეს, 3 თერთმეტმეტრიანიდან კი ორი ამ გუნდის სასარგებლოდ დაინიშნა.

"ელჩესთან" დაპირისპირება 6 მარტს, 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 4 მარტი 2022 22:04
    0
    კარიერის განმავლობაში ერნანდესი თამაშში საშუალოდ 26.8 ჯარიმასა და 0.38 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ხოლო ფეხბურთელებს 5.3 ყვითელ და 0.28 წითელ ბარათს უჩვენებს.
    ეს სტატისტიკა მგონია,რომ იმათთვისაა ვინც ფულის დადებას აპირებს🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 მარტი 2022 17:06
    0
    სურათზე ის მომენტი ხო არ არის რობერტო რო გააგდო კლასიკოში იმ პროვოკატორ მარსელოს გამო.
    აქაც კი გამოჩნდა რო ბარსაზეა დაგეშილი.
    [?]
    #2 4 მარტი 2022 17:00
    1
    როგორ მეზიზღებიან ეს ლაოსი და კიდე ერთი ორი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 მარტი 2022 16:54
    1
    ამ ერნანდესმაც გაგვიტრაკა რა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid