ფერან ტორესი | MY TOP 4

ფერან ტორესი | MY TOP 4

"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ფერან ტორესი კატალონიური გრანდის YouTube არხის რუბრიკაში - MY TOP 4 - თითოეულ პოზიციაზე თავის ფავორიტ მოთამაშეს ასახელებს. 

მეკარე - იკერ კასილიასი

კარში იკერ კასილიასს დავაყენებ, რადგან ბავშვობაში მახსოვს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რაშიც დიდი წვლილი სწორედ მან შეიტანა.

მცველი - რობერტო აიალა

დაცვაში აიალას ვირჩევ, რადგან მან "ვალენსიას" ბევრი რამ შემატა. რობერტო შესანიშნავი უკანახაზელი იყო, რომელთან ერთადაც თამაშს ვისურვებდი. 

ნახევარმცველი - ჩავი ერნანდესი 

ჩავის კარიერა ყველამ კარგად ვიცით. ის გამორჩეული და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელი იყო. იღბლიანი ვარ, რომ ახლა ერნანდესი ჩემი მწვრთნელია.

თავდამსხმელი - დავიდ ვილია

შეტევაში, როგორც ბევრჯერ მითქვამს, ჩემს კერპს, დავიდ ვილიას ვირჩევ. ის ყოველთვის "ვალენსიას" შთაგონების წყაროს წარმოადგენდა და, ვფიქრობ, ტოპ თავდამსხმელი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 მარტი 2022 13:26
    0
    კარგია რო სიმართლის არ ეშინია. რასაც ფიქრობს იმას ამბობს.
    Culé [?]
    #3 2 მარტი 2022 00:19
    1
    უცნაური ტოპ4 იყო :დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 მარტი 2022 23:25
    1
    ვალენსიაში აღარ ხარ არა ბარემ მეკარეც იქიდან გეთქვა. ხავის რო მოუწოწნე აქაც გამოჩნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 მარტი 2022 20:17
    4
    აი ვილია რომ აირჩია გაასწორა, ძაან მაგარი იყო და საბოლოოდ მაინც დაუფასებლად დარჩა, არადა ნაკრებში ფერნანდო ტორესზე ბევრად უკეთესი იყო და ბარსაშიც ძაან ბევრი მნიშვნელოვანი გოლი აქვს განატანი, ისე სტილით წააგავს ფერანიც მაგას