ბარსელონა პრესეზონს ამერიკაში ჩაატარებს

AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" წინასასეზონო ტურნეს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე გამართავს.
აშშ-ში "ლურჯ-ბროწეულისფერები" 3-4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, მეტოქეები კი, სავარაუდოდ, "რეალი", "იუვენტუსი" და "მილანი" იქნებიან.
წყაროს ცნობით, "ბარსა" ჩრდილოეთ ამერიკაში 10-12 დღეს დაჰყოფს, რის შემდეგაც კატალონიაში დაბრუნდება.
როგორც Sport იტყობინება, "ბლაუგრანა" პრესეზონს ლოს ანჯელესში, ფენიქსსა და ლას ვეგასში გამართავს. გამგზავრების დრო ჯერ ცნობილი არაა. მოსალოდნელია, რომ ამხანაგურ "ელ კლასიკოს" ლას ვეგასი უმასპინძლებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]