ბარსელონამ ფრანკ კესიესთან მოლაპარაკებები დააჩქარა

ბარსელონამ ფრანკ კესიესთან მოლაპარაკებები დააჩქარა

"ბარსელონა" "მილანის" ნახევარმცველისთვის, ფრანკ კესიესთვის ბრძოლას აგრძელებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "ბარსამ" კესიეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დააჩქარა და 24 წლის ფეხბურთელს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. "ბლაუგრანა" კოტ დ'იუვარელ შუახაზელს წელიწადში ხელფასის სახით დაახლოებით 6.5 მილიონ ევროს სთავაზობს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი კესიესთვის ბრძოლაში ლიდერობს. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ მოლაპარაკებები კარგი ტემპით მიმდინარეობს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 მარტი 2022 17:14
    0
    თითქოს 5 მილიონს ითხოვდაო და 6,5 რატომ სთავაზობენ? მოძლიერდა გუნდი?
    Culé [?]
    #7 1 მარტი 2022 12:54
    0
    მოვიდეს კონკურენციისთვის
    ფანი [?]
    #6 28 თებერვალი 2022 22:44
    2
    ბევრია გასაშვები პუჩი, უმტიტი , ლენგლე,მინგესა, რობერტო, ბრაიტვაიტი. ეს 6 კაცი გაუშვან ამ ზაფხულს.სახელფასო ჭერიც გამოთავისუფლდება.
    Culé [?]
    #5 28 თებერვალი 2022 21:43
    4
    გასტონ ავილა , როსარიოს მცველია , ცენტრზეც და ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია , საკმაოდ აგრესიულია დაცვაში და ვარდნა აქვს სასწაული , არამგონია ძვირი იყვეს , არგენტინის 10 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებშია , ჯერ 20 წლისაა , მართლა ღირს მგონია ფიქრი .
    [?]
    #4 28 თებერვალი 2022 21:39
    1
    იასნია რო ბუსკეცთან ახლოს ვერ მივა, ჩვენი ახალგაზრდები გვირჩევნია და ცუდია ის თუ ნიკოს და გავის სათამაშო დროს წაიღებს, მარა როგორც მოთამაშე, გაიხსენეთ კეიტა, პაულინიო, ვიდალი, 1 ცხენი ნახევარმცველი კარგია გუნდში. უბრალოდ ძირითადად სკამზე უნდა იყოს და რა საჭიროა ასეთი მაღალი ხელფასით სკამზე კაცი როცა დაცვაში ესე გვიჭირს არ ვიცი. პუჩI წავა. ბუსი ჯერ არა, მინიმუმ 1 წელი დარჩება. ვფიქრობ საყრდენზე ფრენკი დადგება თუ ნიკო, უკანა ხაზს კესი სერიოზულ დახმარებას გაუწევს. ჩავის სეიდუ კეიტა იქნება მარა ამისმა ტრასფერმა გავის და ნიკოს კონტრაქტების გახანგრძლივება არ გააჭიანუროს
    ფანი [?]
    #3 28 თებერვალი 2022 21:13
    1
    რათგვინდა არვიცი მაგრამ კონკურენციისთვის იყოს რავი ჩავი თუ თანახმაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 თებერვალი 2022 21:10
    2
    SHOTADEPAY9,
    ბებერი ბუსკეცის ფრჩხილადაც არ ღირს არადა😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 თებერვალი 2022 20:55
    2
    ეს უინტელექტო ცხენი არ გვინდა, ნიკო და ფრენკი ორივე მირჩევნია ათასჯერ