ჩავი ბარსა ბ-ს ნახევარმცველისთვის შანსის მიცემას აპირებს
ყველასთვის ცნობილია, რომ ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" აკადემიას დიდ ყურადღებას აქცევს, ახალგაზრდული გუნდებიდან დაწინაურებულ ფეხბურთელებს ნდობას უცხადებს და "ბარსა ბ-ს" თამაშებსაც ხშირად ესწრება. Mundo Deportivo წერს, რომ ახლახანს ჩავი სარეზერვო გუნდის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ლუკას დე ვეგამ დააინტერესა.
"ბარსას" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ დე ვეგას დიდი პოტენციალი აქვს და მისთვის შანსის მიცემას გეგმავს. ერნანდესმა 22 წლის ფეხბურთელს მოუწოდა, რომ მუშაობა განაგრძოს და მოთმინება გამოიჩინოს - როგორც წესი, ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ასაკამდე პირველ გუნდში დებიუტი არ ჰქონიათ, "ბარსა ბ-დან" მიდიან.
ლუკას დე ვეგა "ლა მასიას" 2011 წელს შეუერთდა. ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი ტექნიკურობითა და მოედნის ხედვით გამოირჩევა. მიმდინარე სეზონში მან სარეზერვო გუნდთან ერთად 22 მატჩი ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]