ნაპოლი კულიბალიში 70 მილიონს ითხოვს

ნაპოლი კულიბალიში 70 მილიონს ითხოვს

ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლასთან ერთად, "ბარსელონა" ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებასაც შეეცდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს კალიდუ კულიბალის ვარიანტი მოსწონს, მაგრამ, "ნაპოლი" მის სანაცვლოდ, სულ მცირე, 70 მილიონ ევროს ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.

ამასთან, "ბარსამ" სენეგალელს რამდენიმე შეთავაზებით მიმართა, თუმცა, მისი დაინტერესება ვერ მოახერხა. წყაროს ცნობით, ჩავის სურვილის მიუხედავად, "ბლაუგრანას" მესვეურები კულიბალისთვის ბრძოლაში არ ჩაებმებიან და არანაირ ზედმეტ თანხას არ გადაიხდიან.

როგორც კატალონიური გამოცემა იუწყება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რადარზე ანდრეას კრისტენსენი, სესარ ასპილიკუეტა და ჟიულ კუნდეც (რომელიც ასევე ძვირი ღირს) არიან. ამ მომენტისთვის, "ბარსელონა" ფონს გასვლას თავისუფალი აგენტების დამატებით აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 27 თებერვალი 2022 16:24
    1
    ხო ვიძახი, სულ რო გასაშვები ფეხბურთელი ამოვიღოთ მიზანში, მაშინვე აძვირებენ ჩვენთვის, ისევ ძველი დრო გონიათ. მიეჩვიენ ბართომეუ რო ისროდა ფულს მარჯვნივ თუ მარცხნივ. მაგ ფულის ყრამ მოგვიყვანა აქამდე.
    Culé [?]
    #9 27 თებერვალი 2022 15:59
    0
    და პაშოლ ტი რა. აგ ფასად კუნდეს ვიყიდით
    წევრი [?]
    #8 27 თებერვალი 2022 11:52
    1
    მაქსიმუმ 35 მილიონი
    Culé [?]
    #7 27 თებერვალი 2022 11:09
    0
    ძვირია ძაან
    Culé [?]
    #6 27 თებერვალი 2022 02:13
    0
    ჰჰაჰაჰა აეე კულიბააალ
    [?]
    #5 27 თებერვალი 2022 01:34
    0
    რა შლეგია ეს დე ლაურენტესი. 70 არა 90 გაყიდე 25 ად ან დაკარგავ უფასოდ 1 წელში
    Culé [?]
    #4 27 თებერვალი 2022 01:31
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    კულიბალი არა შვანცკი ლისანდრო მოიყვანეთ
    ალვარესის ტრანსფერი არ შეგვისრულეს , არამგონია ლისანდროს ვარიანტიც გამოვიდეს , მე და თქვენ კი გვინდა არგენტინის გაძლიერება , მაგრამ ხავის აშკარად სხვა გეგმები აქვს და ჯერ-ჯერო ით ესპანეთის ნაკრებს აძლიერებს . 😁😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 თებერვალი 2022 01:30
    3
    კაი მცველია მაგრამ რაც არ უნდა იყოს 30 წლის ფეხბურთელში 70 მილიონი უაზროდ ბევრია, ნაღდად არ ფირს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 თებერვალი 2022 00:02
    4
    უკან გაითხარონ
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 თებერვალი 2022 23:56
    3
    კულიბალი არა შვანცკი ლისანდრო მოიყვანეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued