ბარსელონა კალიდუ კულიბალითი ინტერესდება

ბარსელონა კალიდუ კულიბალითი ინტერესდება

კატალონიის რადიოს ცნობით, "ბარსელონას" დაცვის ცენტრის გაძლიერება დაბალღირებული ფეხბურთელებით ან ისეთი მოთამაშეებით სურს, რომელსაც ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტი ეწურებათ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი, "ნაპოლის" უკანახაზელი, კალიდუ კულიბალია, რომელმაც გუშინ "ბარსას" წინააღმდეგ ითამაშა. როგორც ცნობილია, ჩავი ერნანდესს სენეგალელი მოთამაშე მოსწონს. მას იტალიელებთან გაფორმებული ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" აქტიურად უკავშირებენ ლონდონის "ჩელსის" ორ მოთამაშეს - სესარ ასპილიკუეტასა და ანდრეას კრისტენსენსაც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 თებერვალი 2022 11:52
    1
    ისე კია კლდესავით, 195 სმ ყოფილა და 90 კილო მეორე ტრაორეა. მაგრამ უკვე 31 წლისაა და თუ თავისუფალ აგენტად უნდათ მოყვანა მაშინ უკვე 32 წლის იქნება. ასე ახალ ბარსელონას ვერ ავაშენებთ. ძალიან გაჭირდება. უკვე რამდენი 30 წელს გადაცილებული გვყავს. თუ დროებით უნდათ სანამ ახალგაზრდებსაც მოძებნიან, მაშინ სხვა საქმეა
    ფანი [?]
    #2 25 თებერვალი 2022 22:41
    4
    კულიბალი არ არის ცუდი ვარიანტი , გუშინდელი თამაშით ვერ განვსჯით მარტო , სერია-ა ში სტაბილურად თამაშობს და შეტევაშიც სწრაფად გადადის , თუმცა , მე მაინც მომავალში არაუხოს მეწყვილედ ლისანდრო მარტინესს ვისურვებდი .
    Culé [?]
    #1 25 თებერვალი 2022 22:29
    6
    კულიბალი კარგი მცველია, აფრიკის თასზე სალაჰი ჯიბეში ჩაისვა,იაფად თუ მოვიყვანთ კარგი იქნება
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.