რამონ პლანესი: პედრის ტრანსფერის ფასი 20 მილიონს არ გადააჭარბებს

რამონ პლანესი: პედრის ტრანსფერის ფასი 20 მილიონს არ გადააჭარბებს

"ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი, რამონ პლანესი პედრიზე საუბრისას აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს "ლას პალმასიდან" მისი შეძენა 20 მილიონ ევროზე მეტი არ დაუჯდება.

რიცხვების გასაჯაროება არ მიყვარს, მაგრამ, რაც ვიცი, არ ვფიქრობ, რომ მისი ტრანსფერი 20 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება, ყველა საბონუსო პირობა ვერ შესრულდება.

როდესაც პედრი გადმოვიდა, ვფიქრობდით, რომ კლუბს იჯარით დატოვებდა, რადგან ბევრი შემოთავაზება არსებობდა, მაგრამ კუმანს მისი ტალანტის შესამჩნევად მხოლოდ ორი ვარჯიში დასჭირდა. მან გვითხრა, რომ პედრი პირველ გუნდთან უნდა დარჩენილიყო.

ლისაბონში წაგებული თამაშიდან (2-8) ორ დღეში, "ბაიერნი" პედრის თაობაზე დაგვიკავშირდა. ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ შანსი არ არსებობდა.

- თქვა პლანესმა Marca-სთან ინტერვიუში.

პირველივე სეზონში პედრიმ ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" შემადგენლობაში თავის დამკვიდრება შეძლო. იგი 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად რამდენიმე ორგანიზაციამ დაასახელა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 თებერვალი 2022 15:00
    0
    მე ეს უკვე ნაყიდიც კი მეგონა. იმედია უკან არ წაგვართმევენ. ისე სათაურს რო დავხედე მეგონა ბარსა ყიდიდა 20 მილიონად. bowtie
    Culé [?]
    #5 23 თებერვალი 2022 19:42
    1
    20-იც რო დაჯდეს ეს ბიჭი ნამდვილად მეტიც ღირს, სადაც დემბელე კოუტინიოში სამასი მილიონი გადაყარეს პედრის 20 ლიმონი ნაჩუქარია..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 თებერვალი 2022 15:52
    0
    როდინდელი სტატიაა? ეს ბიჭი ინიესტობაზე იქაჩება და ამის 20 მილიონად ყიდვის ამბებზე ვსაუბრობთ?!
    Culé [?]
    #3 23 თებერვალი 2022 15:34
    0
    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    რა პირობააა ამნაირი რომ ვერ შესრულდება

    საწყის წლებში მოგებული ტროფეები იქნება ან რამე ეგეთი :დ
    Culé [?]
    #2 23 თებერვალი 2022 15:32
    0
    რა პირობააა ამნაირი რომ ვერ შესრულდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 თებერვალი 2022 15:23
    0
    წადი გაასხი შენ
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid