ბარსასთან თამაშის წინ ნაპოლიმ ქულები და დი ლორენცო დაკარგა

ბარსასთან თამაშის წინ ნაპოლიმ ქულები და დი ლორენცო დაკარგა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრა "ბარსელონას" მეტოქისთვის, "ნაპოლისთვის" წარუმატებელი გამოდგა. ნეაპოლელებმა ქულებიც დაკარგეს და გუნდის კიდევ ერთი ლიდერიც.

დღეს ცნობილი გახდა, რომ "ნაპოლის" ლიდერის, ლორენცო ინსინიეს "ბარსელონასთან" თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კატალონიელებთან ხუთშაბათს გასამართი შეხვედრისთვის ლუჩანო სპალეტიმ გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, მაგრამ ჯოვანი დი ლორენცოს ვერ შეელია.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ "ნაპოლიმ" გასავარდნ ზონაში მყოფ "კალიარისთან" ქულები დაკარგა, დი ლორენცომ კი პირველივე ტაიმში თავის არეში ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჯოვანი დი ლორენცო "ნაპოლისთვის"? დღევანდლამდე მან მიმდინარე სეზონში გუნდის ყველა თამაში სრულად ჩაატარა და ის ასეთი ერთადერთი მოთამაშე იყო. დი ლორენცო სპალეტისთვის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და "ბლაუგრანასთან" მისი თამაში საეჭვოა.

"ნაპოლი" და "ბარსა" ერთმანეთს ევროპა ლიგაზე ხუთშაბათს, 24 თებერვალს იტალიაში დაუპირისპირდებიან. ესპანეთში გამართული პირველი თამაში 1-1 დასრულდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 23 თებერვალი 2022 02:02
    0
    რაო, მათ გარეშეც წამოვიღებ 3 ქულასო? მაგრამ სამში რაღაცა წამოიღო.
    Culé [?]
    #14 22 თებერვალი 2022 18:04
    0
    ათი დილორენცო ვერ უშველით მაგ ბულკებს, ჩავი შეჭამს ტაქტიკურად პლიუს ბრუნდება დაცვის ბურჯი და სიქიმა მინგესა აღარ იქნება...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 22 თებერვალი 2022 15:13
    0
    ციტატა: nikolozi96
    თამაში ხომ ხვალ არის 12ზე?

    ხვალ ლიგის თამაშებია, ევროპა ლიგა ხუთშაბათობით არის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 22 თებერვალი 2022 12:34
    0
    ჩვენ არაუხო დაგვიბრუნდა და მშვენიერია
    Culé [?]
    #11 22 თებერვალი 2022 11:45
    0
    ციტატა: nikolozi96
    თამაში ხომ ხვალ არის 12ზე?

    ხუთშაბათი ღამე, პარასკევზე გადასული
    ფანი [?]
    #10 22 თებერვალი 2022 09:47
    0
    თამაში ხომ ხვალ არის 12ზე?
    Culé [?]
    #9 22 თებერვალი 2022 08:32
    0
    კარგია, ალბათ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 22 თებერვალი 2022 03:55
    2
    მშვენიერია იმედია ინსინიეც არ ეყოლებათ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 22 თებერვალი 2022 02:44
    2
    ციტატა: C.PC5
    ციტატა: cruyff9
    სირიკო გუნდი)))))))წელს ბარსასია ევროლიგა

    შენთან არაფერ შუაშია მეგობარო. ეს სიტყვები რომ წავიკითხე ჯერ უცნაური იყო რაღაცნაირად, არადა თითქოს აგერ ახლა იყო ნებისმიერ სეზონში რომ ვიძახდით ლიგა ბარსასიაო😔 ახლა კიდე ევროპა ლიგაა ჩვენი😒

    არაუშავს,ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა,,,იმედია მოიგებენ ესეც კარგია,ევროთასია ბოლობოლო და იმის ფონზე რო არაფრის იმედი მქონდა კარგი იქნება,ისე აათამაშა ჩავიმ რო თავისუფლად შეგვილია მოგება,,,მომავალი წლიდან კი სრული სვლით მწვერვალებისკენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 თებერვალი 2022 01:52
    0
    ციტატა: Tyler Durden
    ROUCH,
    სტუმრად გატანილი გოლი აღარ მოქმედებს, ორივე გუნდს გოლი აქვს გასატანი.

    ვიცი მარა მაინც დაცვაში ჩასხდებიან და კონტრაზე იჩალიჩებენ
    გულშემატკივარი [?]
    #5 22 თებერვალი 2022 01:50
    1
    ROUCH,
    სტუმრად გატანილი გოლი აღარ მოქმედებს, ორივე გუნდს გოლი აქვს გასატანი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 თებერვალი 2022 01:39
    0
    ფ. ტორესს რა ვუთხარი მაგ ჩენისას 1მაინც რო გაეტანა იტალიაში ჩავიდოდით დიდი უპირატესობით ეხლა კიდე როგორც 0-0 ისე მოგვიწევს თამაში ეს სიქიმებიც ჩასხდებიან დაცვაში და კიდე ერთი უღიმღამო მატჩი წავა
    Culé [?]
    #3 22 თებერვალი 2022 00:55
    1
    ციტატა: cruyff9
    სირიკო გუნდი)))))))წელს ბარსასია ევროლიგა

    შენთან არაფერ შუაშია მეგობარო. ეს სიტყვები რომ წავიკითხე ჯერ უცნაური იყო რაღაცნაირად, არადა თითქოს აგერ ახლა იყო ნებისმიერ სეზონში რომ ვიძახდით ლიგა ბარსასიაო😔 ახლა კიდე ევროპა ლიგაა ჩვენი😒
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 22 თებერვალი 2022 00:47
    0
    აუ ელემენტარული არაუხო ყოფილიყო და ამათ ცალი ფეხით ათრევდა სულ ძალიან გაუმართლა ნაპოლის ეგეთი ანგარიშით რომ დასრულდა
    Culé [?]
    #1 22 თებერვალი 2022 00:20
    0
    სირიკო გუნდი)))))))წელს ბარსასია ევროლიგა