ინტერვიუ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან

ინტერვიუ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან

"ბარსელონას" გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელმაც "ვალენსიასთან" მოგებულ შეხვედრაში (4-1) ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით პირველი გოლები გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, კატალონიურ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე საუბრობს:

დემბელეს ვუთხარი, რომ დარჩეს - ყველაფერი შესაძლებელია.

როცა "ბარსაში" გადმოვდიოდი, უსმანმა შეტყობინება გამომიგზავნა, რათა გაერკვია, გავრცელებული ცნობები სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა. მისი შეწუხება არ მსურდა, რადგან თავისი საქმეები უნდა მოეგვარებინა, მაგრამ ცოტა ვისაუბრეთ.

5-წლიანი პაუზის შემდეგ მასთან კვლავ თამაში დიდებულია, რადგან ჩვენ "დორტმუნდში" შესანიშნავი დრო გავატარეთ. დემბელე ბრწყინვალე მოთამაშეა.

ფრანგი ბურთთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის აქაა. როცა "ბლაუგრანაში" მოვედი, უსმანს ვუთხარი: "დარჩენა მოგიწევს, ძმაო (იცინის)".

გაახანგრძლივებს თუ არა დემბელე კონტრაქტს? არ ვიცი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

MD-სთან ჩაწერილი ინტერვიუს დანარჩენი ნაწილი, სადაც ობამეიანგი საკუთარ გამოწვევებს, "ნაპოლისთან" მატჩს, პირად საქმეებსა და სხვა საკითებს ეხება, ხვალ გამოქვეყნდება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პიერი დემბელეს, ვარჯიშის მიმდინარეობისას, ყოველდღე ეუბნება, რომ დარჩეს. იგი იმედოვნებს, რომ ფრანგის დარწმუნებას მოახერხებს.

32 წლის ფეხბურთელთან ინტერვიუ მეორე კატალონიურმა გამოცემამ - Sport-მაც ჩაწერა, რომელშიც გაბონელი ერლინგ ჰოლანდის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

თანაგუნდელებთისთვის კონკურენციის გასაწევად ყოველთვის მზად ვარ - საბოლოოდ, თუ ნორვეგიელი "ბარსაში" გადმოვა, მასთან თამაში დიდი პატივი იქნება.

მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ერლინგი დიდი ტალანტია - მას ბევრი გოლი გააქვს, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და შესანიშნავი სისწრაფე აქვს. ჰოლანდი ძალიან დიდია, მაგრამ კარგად დარბის - მსგავსი რამ იშვიათი და გასაოცარია. 21 წლის ასაკში ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

გაბონელს კითხვა ყოფილ კლუბებზეც დაუსვეს:

ვადევნებ თუ არა თვალს ყოფილ კლუბებს? იმ გუნდებში, სადაც მითამაშია, ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც არ ვივიწყებ. როცა საშუალება მაქვს, მათ თამაშებს ვუყურებ - მაგალითად, შაბათს "არსენალისა" და "ბრენტფორდის" მატჩი (2-1) ვნახე.

პიერ-ემერიკმა "ბარსელონაში" უკვე 4 მატჩის ჩატარება მოასწრო, თავი კი 3 გოლით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 თებერვალი 2022 15:15
    0
    თუ დემბელე კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მხოლოდ იმიტომ რო მაშინვე გაიყიდოს.
    ფანი [?]
    #3 22 თებერვალი 2022 11:47
    1
    ეს 30 წლის რომ იყოს კაი იქნებოდა
    Culé [?]
    #2 22 თებერვალი 2022 08:39
    2
    ჰოლანდის იდეალური დუბლიორი იქნება... მაგრამ მე მაინც მგონია,რომ ჰოლანდზე მეტად ჰარი კეინი მოგვიხდება❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 თებერვალი 2022 23:48
    11
    ჰოლანდი თუ მოვიყვანეთ ეს შესანიშნავი მეორე ფორვარდი იქნება, თან ფლანგზეც შეუძლია თამაში და ძაან გამოგვადგება🔥