სერჟინიო დესტი: როცა არ მათამაშებენ, ჩემი ადგილის მოსაპოვებლად ყველაფერს ვაკეთებ

სერჟინიო დესტი: როცა არ მათამაშებენ, ჩემი ადგილის მოსაპოვებლად ყველაფერს ვაკეთებ

"ბარსელონას" ამერიკელი მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი ESPN-თან ინტერვიუში საკუთარ თავზე საუბრობს:

თავს კარგად ვგრძნობ. ჩავიმ ნდობა გამომიცხადა და თამაშის საშუალება მომცა.

როცა არ ვთამაშობ, გუნდში ჩემი ადგილის კვლავ მოსაპოვებლად გულმოდგინედ ვმუშაობ. ამიტომაც, თუ სათამაშო პრაქტიკა მაკლია, ფორმის აღსადგენად ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ, უფრო ძლიერი დავბრუნდე. ხოლო მაშინ, როდესაც მოედანზე გავდივარ, მსურს, ყველას ვაჩვენო, რომ აქ ყოფნა მინდა.

ახლა შესანიშნავად ვარ. გასვლით მატჩში 3 ქულის აღება ყოველთვის მნიშვნელოვანია - გუნდმა ამისთვის ბრწყინვალედ იბრძოლა. ვფიქრობ, გამარჯვების მთავარი ფაქტორი ინტენსივობა იყო - ერთმანეთს ძალიან კარგად დავეხმარეთ და გუნდურად სამაგალითოდ ვითამაშეთ.

როგორც ცნობილია, დესტი ჩავი ერნანდესის ფავორიტ მოთამაშეთა სიაში ნამდვილად არაა, თუმცა, მწვრთნელს "ვალენსიასთან" 4-1 მოგებულ თამაშში მისი პერფორმანსი მოეწონა და სერჟინიო შეაქო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 თებერვალი 2022 15:24
    0
    ძალიანაც კარგი თუ ესეთი ჟილკიანია, ხოდა იბრძოლოს ძირითადისთვის, ალვესი 100 წლამდე კი არ ითამაშებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 თებერვალი 2022 12:50
    0
    ამისი პლუსი ისაა, რომ ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში;
    ეხლა ალბას არყოფნაში რა მოხდება? უკეთეს ფორმაში შევიდა, დადგება მარცხნივ და ამოკეტავს უილიამსს
    მემარჯვენეა, წესით ყველაზე კომფორტული მისთვის მარცხენა ფლანგი უნდა იყოს, ეს ისე... barca-6
    Culé [?]
    #1 22 თებერვალი 2022 08:26
    3
    არ არის გასაშვები,მაზრაუის კი აჯობებს,იქნება გამოვიდეს რამე ამისგან... 21 წლისაა მაინც... თუმცა ფაქტიქ ბებერი ალვეში ძირითადის კაცია