დეპაის შეძენით 3 კლუბი ინტერესდება

დეპაის შეძენით 3 კლუბი ინტერესდება

კატალონიური Sport-ის ჟურნალისტის, ლუის მიგელსანსის ინფორმაციით, დიდია იმის შანსი, რომ მემფის დეპაის "ბარსელონური" კარიერა მომდევნო ზაფხულში დასრულდეს. 

მემფისი ამჟამად ტრავმირებულია, მის არყოფნაში კი შემადგენლობაში სხვა შემტევების როლი გაიზარდა. ჰოლანდიელი თავდამსხმელი რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ კლუბში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ჩავის სქემასთან შეგუება უჭირს. 

წყაროს ცნობით, კატალონიიდან წასვლა დეპაის სურვილი არაა და ის "ბლაუგრანას" მაისურით თავის გამოჩენას ისევ ეცდება, თუმცა, თუ მისი როლი ისევ არ გაიზრდება, ტრანსფერზე თანახმა იქნება.

დღეისთვის მემფისს სამ იტალიურ გრანდს უკავშირებენ - მისი შეძენის სურვილი "იუვენტუსმა", "მილანმა" და "ინტერმა" გამოთქვეს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა "ბარსასთან" ერთად 23 შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 8 გოლით დაეხმარა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 თებერვალი 2022 19:09
    0
    40-45 მილიონად გასუხარდება ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 თებერვალი 2022 18:26
    1
    არ მგონია, რომ ეს გუნდები ინტერესდებოდნენ დეპაით, ჭორი მგონია.

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    ამ ჰოლანდიელებმა ყველამ ერთად რომ გაასხან გუნდიდან არა???

    ფრანგებიც თუ გაასხავენ კიდევ უკეთესი.
    Culé [?]
    #3 20 თებერვალი 2022 16:14
    1
    რამდენი თავდამსხმელი გვყავს და არცერთია უმაღლესი დონის. დეპაი,დე იონგი,ობა,ფატი,დემბელე,ტორესი,ბრაიტა, ტრაორე და ჟუტგლა. ჯობია 5 კაცი გვყავდეს და ხარისხიანი. ზაფხულში ბრაიტა, დემბელე და ლუკ დე იონგი წავლენ ალბათ, მარა დეპაის საჭიროებასაც ვერ ვხედავ. ფატი თუ მოიხოდა ეგ და ტორესი იქნებიან ფლანგებზე, ცენტში კიდე ობა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 თებერვალი 2022 15:53
    1
    ძნელია ბარსელონაში თამასი და ეს მუდამ მტკიცდება ფაქტებით. მარტო ფიზიკური მონაცემები არ არის საკმარისი, მაგან შეიძლება რეალშიც კი ითამაშოს ბარსას კი უფრო მოაზროვნე ფებურთელები ჭირდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 თებერვალი 2022 15:17
    1
    საინტერესოა , მემგონი სერია ა ში კარგადაც ითამაშევს მაგრამ ლა ლიგა უბრალოდ ურთულესია, იქნეაბ 30 ან 40 მილიონად გაიყიდოს, ძაან წაგვადგება