როგორი იყო ობამეიანგის ბოლო ვიზიტი მესტალიაზე

როგორი იყო ობამეიანგის ბოლო ვიზიტი მესტალიაზე

ხვალ, ლა ლიგის 25-ე ტურში, თბილისის დროით 19:15 საათზე, "ბარსელონა" სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ, აწ უკვე "ბარსელონას" ფეხბურთელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს "მესტალიაზე" უთამაშია - 2018-19 წლების ევროპა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში, გაბონელმა "არსენალის" მაისურით "ღამურებს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

ასევე საინტერესოა, რომ ამავე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო "ბარსას" კიდევ ერთმა მოთამაშემ, ფერან ტორესმა, რომელიც მაშინ "ვალენსიაში" ასპარეზობდა. ტორესისა და ობამეიანგის დაპირისპირება მოგვიანებით პრემიერ ლიგაშიც შედგა. მათ გარდა, "არსენალი"-"ვალენსიას" მატჩში ნეტუც თამაშობდა, რომელიც ახლა კატალონიელთა მეორე მეკარეა.

საინტერესოა, რომ ობამ ესპანურ გუნდთან გამართულ პირველ მატჩში გოლი და ასისტი მიითვალა, "არსენალმა" კი 3-1 მოიგო. ხვალ მას "ვალენსიასთან" სტატისტიკის გაუმჯობესების შანსი ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 თებერვალი 2022 15:39
    0
    მე მგონი აუცილებლად გააუმჯობესებს. ესეც მოწადინებულია უბრალოდ ვერ აეწყო ბარსას თამაშები. მუდამ რაღაც და ვიღაც გვაკლია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 თებერვალი 2022 23:59
    0
    შემდეგ თამაშებში და საერთოდ მომავალში რას იზავს არვიცი მაგრამ ესპანიოლთან შეტევაში ერთ მომენტში (მხოლოდ ერთ მომენტში) გამოჩნდა ამის კლასი პირველ ტაიმში ტორესი რომ დატოვა მეკარესთან პირისპირ .....ყველა ვინც მოდის ბარსელონაში ნეიმარიდან დაწყებული ადაპტაცია ყველას უჭირს ! ზოგს მეტი დრო უნდა ზოგს ნაკლები რომ რეალურად გამოჩნდეს თუ რის თავი აქვთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 თებერვალი 2022 21:34
    0
    ამანაც და ტორესმაც უნდა გაიტანონ ძაან სჭირდებათ ნაგათ გოლები, ტრაორე კი ისე კარგად თამაშობს ნამდვილად არ მოველოდი, 2 ასისტი და მოპოვებული პენალტი, ამასთანავე კარგი გამწვავებები და შექმნილი შანსები დარტყმა არ იცის მაგრამ მონდომებულია და ისწავლის
    ფანი [?]
    #2 19 თებერვალი 2022 21:20
    1
    დროა უკვე ძირითადში დაიწყოს ობამ და გამოჩნდება შეუძლია თუარა სარგებლის მოტანა
    გულშემატკივარი [?]
    #1 19 თებერვალი 2022 21:19
    1
    დროა უკვე გოლი გაიტანოს ასევე ტორესიც თუ გაიტანს კაი იქნება გამოუკეთებს ხასიათს და ნაპოლისთან მატჩამდა კარგად მოგება მნიშვნელოვანია