ინტერვიუ ფრენკი დე იონგთან

ინტერვიუ ფრენკი დე იონგთან

"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა The Guardian-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც მან არაერთ ძალიან საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

სერხიო ბუსკეტსი

ჩემი დებიუტის შემდეგ Marca-მ დაწერა, რომ ბუსკეტსს ჩემს გადმოსვლასთან პრობლემა ჰქონდა? სერხიო ამ საკითხს ასე ნამდვილად არ უყურებდა. ის ასე გამოიყურებოდა: "შენი მოსვლა შესანიშნავია და თუ რამე დაგჭირდება, ყოველთვის აქ ვარ დასახმარებლად".

როდესაც ბარსელონაში ჩამოვედი, ბუსკეტსმა რესტორანი მირჩია და ჩემთვის და ჩემი მეგობარი გოგონასთვის, მიკისთვის მაგიდა დაჯავშნა. მან ასევე მფლობელს ჩვენი სტუმრობის შესახებ შეატყობინა, რათა ყველაფერი კარგად მოწყობილი ყოფილიყო.

არასდროს მქონია ისეთი განცდა, რომ ახალწვეული ვიყავი. ყველას შენი დახმარება უნდა.

საუკეთესოები თამაშობენ და ამაზე გავლენის მოხდენა მხოლოდ შენ შეგიძლია. თუ არ თამაშობ, ეს სხვისი ბრალი არაა, მაგრამ ვხვდები, რომ ყველა ასე არ ფიქრობს.

ესპანური ენა

ესპანურის სწავლის დაწყება "ბარსელონაში" გადმოსვლამდე ცოტა ხნით ადრე? ესპანური სრულყოფილად არ ვიცოდი, მაგრამ საკუთარი თავის გამოხატვა და სხვების მოსმენა შემეძლო. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ცხოვრებაში საზღვარგარეთ პირველად ვიცხოვრებდი, გარდამტეხი სხვაობა არც ისე დიდი იყო.

"ბარსელონაში" ყოფნით ბედნიერი ვარ. აქ ყოფნა ბავშვობიდანვე მინდოდა, ასე რომ, ეს ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ტიტულის მოგებას ვისურვებდი, ვიდრე პირველ 2 წელიწადში. ასე ვთქვათ, ამ თვალსაზირისით უფრო მეტს ველოდი, მაგრამ აქ ძალიან ბედნიერი ვარ და იმედია, კიდევ მრავალი წელი ასე იქნება.

რონალდ კუმანი და ჩავი ერნანდესი
კუმანსა და ჩავის შორის განსხვავება ვარჯიშების დროს? ვფიქრობ, მათ საკმაოდ ბევრი რამ ერთმანეთის მსგავსი აქვთ, რადგან "ბარსელონა" ყოველთვის გარკვეული სტილით თამაშობს, რაც მწვრთნელზე დამოკიდებული არაა. თუმცა, ყველა მწვრთნელს, რა თქმა უნდა, თავისი შეხედულებები აქვს.
ჩავი

ორივე ნახევარმცველები ვართ, დაახლოებით ერთსა და იმავე პოზიციის, ამიტომ ამ მხრივ მას შეუძლია, ბევრი რამ მასწავლოს. ზოგჯერ ერთმანეთს მის ოფისში ვხვდებით. ჩავი ჩემი თამაშის ვიდეოებს მაჩვენებს და მიხსნის მის ხედვებს, თუ რა შეიძლება გავაუმჯობესო.

ვუყურებთ ვიდეოებს, თუ როგორ შეარჩიო პოზიცია და რა შეიძლება გააკეთო ყველაზე უკეთ გარკვეულ სიტუაციებში.

სათამაშო პოზიცია
ნამდვილად არ მაქვს ერთი კონკრეტული პოზიცია, სადაც თამაში მინდა. ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო როლი ისაა, როდესაც შემიძლია, ბურთს ხშირად შევეხო.
ატმოსფერო მოედანზე
70 ათასზე მეტი გულშემატკივრის წინაშე თამაში "ატლეტიკოსთან" მატჩში? ცარიელ სტადიონებზე იმდენ ხანს ვთამაშობდით, რომ ეს ნორმალური გახდა. როდესაც დაბალი ატმოსფეროა, ამას ამჩნევ, ადრენალინი იმდენად მოზღვავებული არაა.
ლიონელ მესი

მესის წასვლა? თავდაპირველად მეგონა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მამასთან და ძმასთან ერთად აეროპორტში ვიყავი, როცა შეტყობინება მივიღე: "მესი "ბარსელონას" ტოვებს". ცოტა მოგვიანებით შევნიშნე, რომ ეს ნამდვილა ხდებოდა.

პირველ რიგში, ამას უბრალოდ ვერ იჯერებ, იმის მიუხედავადაც კი, რომ ჭორები მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა. ეს სერიოზულად არასდროს მიმიღია, ასე რომ, როდესაც ეს მოხდა, შოკი იყო.

მესი კლუბის სახე იყო და მისი წასვლა, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან კლუბისთვის გააკეთა, ყველასთვის მძიმე დარტყმა იყო. ლეო ისევ გვაკლია. კლუბში მისი მსგავსი რომ აღარავინაა, რაღაცები უცებ ძალიან განსხვავებული გახდა.

თუ გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს, უბრალოდ ეცადე, მოედანზე ის რაც შეიძლება ხშირად მოძებნო, რადგან თამაში მასზეა მორგებული, რაც ლოგიკურია. როდესაც ის წავა, როგორც ფეხბურთელი, ისე გუნდი, ამას უნდა შეეგუოს.

ვფიქრობ, მესი ფეხბურთის თითქმის ყველა ასპექტში საუკეთესოა. ვარჯიშებზე რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, ის საუკეთესო იყო. მისი ქება გადაჭარბებული არასდროს არაა. ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესოა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 20 თებერვალი 2022 01:16
    2
    რაღა თუ არ მოუმატეა? ამ თუ თუ ში დაგვახიეს თავზე ყველაფერი, ვერ მოერგო? უნდა გაუშვა, მოღნეს ტვინი უკვე.......
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #6 19 თებერვალი 2022 21:56
    2
    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    მონაკოს ჩუამენი მირჩევნია ამას მილიონად

    ახლა ამას ჩუამენიც მირჩევნია და ჩუ იუნგ ლიც შანხაიდან :))
    ფანი [?]
    #5 19 თებერვალი 2022 21:14
    2
    თუარმოუმატე ბიძიკო გაგიყვანებენ ბაზარზე და თხასავით გაგყიდიან, ბუსკეცი დაბერდა და დღესაც შემცვლელს ეძებენ, თუ იპოვეს მერე 100 % ით ბაზარზე ხარ
    Culé [?]
    #4 19 თებერვალი 2022 20:50
    2
    უსუსტესია ფიზიკურად, ერდივიზიონიდან რო მიდიოდა და მითუმეტეს ლალიგაში, ცოტა მეტი უნდა ემუშავა ფიზიკაზე, მარა ეგ კიარა რაც იცოდა ისიც დაავიწყდა მთლად "თამაში"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 თებერვალი 2022 18:53
    1
    ციტატა: totti10
    მეთი რაღა უნდა თქვას ტიპმა თავისი პირით თქვა :დ ვამბობდი რომ ეს პარსაში ვერ გაქაჩავს არადა მიციტირებდნენ მადრიდისტა ხარ გშIრუს გეშინია აჰა 3 წელია აქაა და ამის სერიოზული თამაში არ მინახავს ნუ ბოლო 2 წელია ხომ საერთოდ რეგრესია ქვს სასწაული, აქ კიდე საყრდენია საყრდენიაო, თვითონ ამბობს რომ ასე პირდაპირ ა რმაქვს პოზიციაო ;დ ამას თავი დავანებოთ ახლა ვსთ ჰემი ნიუკასლის მატჩს ვუყურებდი და ასე მეგონა დოღის ცხენების შეჯიბრება იყო იმენა 20 დოღის ცხენი დარბოდა არც კომბინაცია არ რამე ლამაზი პასი რამე, მიდი გაიგდეე დაარტყი, არც რამე ხარისხი და აი ამის მერე ადარებენ ლალიგას და სერია ას :დ :დ შეიძლება უკეთესი გუნდები არიან რადგან იქ ყველაფერი მოსულია გინდა ფინანსურად გინდა მატერიალურად, მაგრამ ფეხბურთის თამაშის ხარისხით ძალიან ბაბალი დონის არიან, 1964 წლის მერე რომ ტიტული არ აქვს ნაკრებს აი ეგ მეტყველებს ყველაფერზე :დ :დ

    ინგლისი 1966 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მეტი მე მაგათი არაფერი გამიგია სანაკრებო დონეზე.
    Culé [?]
    #2 19 თებერვალი 2022 18:50
    3
    გავიგეთ რომ თავის მაქსიმუმს ვერ დებს მაგრამ ფაქტია ერთერთი საუკეთესობ ნახევამრცველია ამიტომ ეს ზედმეტი კრიტიკაც უხერხულია )))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 თებერვალი 2022 18:03
    2
    ამდენს თუ ხვდები,რატომ არ იხარჯები ბოლომდე.ტიპი გათიშულია ხოლმე.სეირნობს კი არ თამაშობს.ინტერის ფორმა უნდა ჩაგაცვან და გატუზოსთან შეგაგდონ ყოველი ჩაგდებული მატჩის შემდეგნ,მერე ხო მაინც მიხვდები,რომ უნდა ირბინო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid