ვალენსიასთან არაუხოს თამაში ეჭვქვეშაა

"ბარსელონას" მომდევნო შეხვედრაში რონალდ არაუხოს თამაში საეჭვოა. Calcio Mercato-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ცნობით, "ბარსას" რისკზე წასვლა არ სურს და ურუგვაელი მცველის მოედანზე დაბრუნებას არ დააჩქარებს.
არაუხომ დაზიანება "ესპანიოლთან" მატჩში მიიღო, რის გამოც "ნაპოლისთან" გუშინდელი თამაში გამოტოვა. როგორც ჩანს, მის გამოჯანმრთელებას კიდევ დააგვიანდება.
არაუხოს არყოფნაში ჩავი ერნანდესმა "ნაპოლის" წინააღმდეგ პიკე-გარსიას წყვილი გამოიყენა, და ეს წყობა, სავარაუდოდ, არ შეიცვლება.
როგორც ჟურნალისტი ვიქტორ ნავარო წერს, რონალდმა დღეს ინდივიდუალურ რეჟიმში ივარჯიშა და საბოლოოდ ხვალ გადაწყდება, შეიყვანენ თუ არა მას განაცხადში.
"ბარსელონა" მომდევნო მატჩს "ვალენსიასთან", სტუმრად, 20 თებერვალს გამართავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]