სესკ ფაბრეგასი: მესისთვის ბარსელონა ყველაფერია

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ლიონელ მესის კლუბიდან წასვლის შესახებ საუბრობს.
მესისთვის, "ბარსელონა" ყველაფერია. პარიზში იგი კარიერის მხოლოდ ერთ ნაწილს ატარებს, ერთ დღეს, "ბარსელონაში" აუცილებლად დაბრუნდება. ლეო მისი ცხოვრების კლუბის მადლიერია.
სახლიდან წასვლა იოლი არაა. ამას არავინ ელოდა, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა. ეს ამბავი ყველასთვის დიდი იმედგაცრუება იყო, განსაკუთრებით კი, მისთვის. ყველაფერი სწრაფად შეიცვალა, მაგრამ იგი ძლიერია და იცის, რომ წინ უნდა იყუროს.
"რეალთან" მატჩში გაფუჭებული პენალტის გამო, არგენტინელი მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა, რაზეც სესკი ამბობს:
ფაბრეგასი და მესი ახლო მეგობრები არიან. ისინი "ლა მასიაში" ერთად იზრდებოდნენ. "ბლაუგრანას" პირველ გუნდში კი ერთად 2011-2014 წლები აქვთ გატარებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]