ბარსელონა მატიას გინტერს მიუბრუნდა

ბარსელონა მატიას გინტერს მიუბრუნდა

მატიას გინტერი ისევ "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნეა - "ბლაუგრანამ" "მიონხენგლადბახის" ცენტრალური მცველის მიმართ ინტერესი განაახლა. ამ ინფორმაციას გერმანულ Bild-ზე დაყრდნობით Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის გაძლიერებას აპირებს. კატალონიური კლუბი უკანახაზის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ გინტერის კანდიდატურას განიხილავს.

გადაწყვეტილია, რომ გერმანელი მცველი "მიონხენგლადბახთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და კლუბს ზაფხულში უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. "ბარსა" მის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, მაგრამ კატალონიელებს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ. 28 წლის ფეხბურთელით "რომა" და "ბაიერნიც" ინტერესდებიან.

"მიონხენგლადბახთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებ. ჩემს კარიერაში ახალი თავი იწყება. გადაწყვეტილება უკვე მივიღე.

- განაცხადა გინტერმა.

"ბარსელონას", გინტერის გარდა, "ჩელსის" მცველებს, ანდრეას კრისტენსენსა და სესარ ასპილიკუეტას უკავშირებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 17 თებერვალი 2022 21:35
    0
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: azulgerana
    ეს ის ორ მეტრიანი გინტერია არა? კუთხურებზე რა საკვირველია შეუდარებელი იქნება დირკებში რა ხდება ეგაა საკითხავი

    191 ყოფილა არაუხოსა და პიკეზე დაბალია ოდნავ.

    ეს სხვა გინტერი ყოფილა მაშინ.
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #8 17 თებერვალი 2022 20:16
    0
    რომ ვთქვად რაღაც სასწაული მცველიაო არა ამას კრისტენსენი ბევრად სჯობს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 თებერვალი 2022 19:58
    0
    ციტატა: totti10
    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ისე ძაან საშინელებაა რა, მთელი ავსტრია და გერმანია ბაიერნის აკადემიაა, თუ ვინმე რამეს გაიფაფხურებს ეგრევე გააქანებენ დორტმუნდში და იქედან ბაიერნში, ან პირდაპირ ბაიერნში, როგორც სერია აში არის, ფიორენტინაში ვინმე გაიფაფხურებს და ეგრევე აღმოჩნდება იუეში, არადა ეზიზღებათ ერთმანეთი, არამარტო ვლაჰოვიჩი და კიეზა, კიდევ ბევრი ფეხბურთელი😒


    ხოდა ახლა წარმოიდგინე ჰალანდიზე რა იქნება :დ ჯერ ბაიერნს შეუტახმდებიან დააკვირდებიან რამე და თუ გადაწყვეტს ბაიერნი რომ სხვაგან გაუშვან რადგან არ აქვთ მაგის ხელფასის ფული მერე წავა ამგაზე ომი :დ და თუ პატივცემული ჰიონესი გაიმეტებს ფულს იყიდის უმარტივბესად ბაიერნი :დ

    ხო მაგრამ ბეიერნისგან მე არ მახსოვს ეგეთი სიძვირის ტრანსფერი, 75 მილიონს მაგენი არ გადაიხდიან, და ჯერ კიდევ ჰყავთ ლევანდოვსკი რომელიც არ ბერდება, თან მიულერმა ისეთი რამე თქვა ჰოლანდზე არამგონია ბაიერნს დიდად უნდოდეს ჰოლანდი, ასე რომ სხვა გუნდები არიან ასპარეზზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 თებერვალი 2022 18:03
    0
    ისე ძაან საშინელებაა რა, მთელი ავსტრია და გერმანია ბაიერნის აკადემიაა, თუ ვინმე რამეს გაიფაფხურებს ეგრევე გააქანებენ დორტმუნდში და იქედან ბაიერნში, ან პირდაპირ ბაიერნში, როგორც სერია აში არის, ფიორენტინაში ვინმე გაიფაფხურებს და ეგრევე აღმოჩნდება იუეში, არადა ეზიზღებათ ერთმანეთი, არამარტო ვლაჰოვიჩი და კიეზა, კიდევ ბევრი ფეხბურთელი😒
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 თებერვალი 2022 16:07
    0
    ციტატა: nika 54
    აბა ბაიერნიც თუ ინტერსდება ჩვენთან ვინ გამოუშვებს.

    ჰო ეგ სერიოზული პრობლემაა (ბაიერნი) ეს მირჩევნია კრისტენსენს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 თებერვალი 2022 16:03
    0
    აბა ბაიერნიც თუ ინტერსდება ჩვენთან ვინ გამოუშვებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 თებერვალი 2022 15:35
    0
    ციტატა: azulgerana
    ეს ის ორ მეტრიანი გინტერია არა? კუთხურებზე რა საკვირველია შეუდარებელი იქნება დირკებში რა ხდება ეგაა საკითხავი

    191 ყოფილა არაუხოსა და პიკეზე დაბალია ოდნავ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 თებერვალი 2022 15:08
    0
    ეს ის ორ მეტრიანი გინტერია არა? კუთხურებზე რა საკვირველია შეუდარებელი იქნება დირკებში რა ხდება ეგაა საკითხავი
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 თებერვალი 2022 14:54
    1
    პოზიციურად,როგორ თამაშობს ნეტა?ასაკი კარგი აქვს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid