ESPN არაუხოზე, პედრიზე, ნიკოსა და გავიზე

ESPN არაუხოზე, პედრიზე, ნიკოსა და გავიზე

ESPN-ის ცნობით, "ხეტაფეში" რამონ პლანესის მოღვაწეობის დროს, რონალდ არაუხო მადრიდულ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო.

წყაროს ინფორმაციით, მას არაუხოს ყოფილი კლუბის, "ბოსტონ რივერის" იმჟამინდელი მწვრთნელი, სერხიო კაბრერა დაუკავშირდა.

ამასთან, ურუგვაელის გადაბირებით "რეალი" და "სევილიაც" ინტერესდებოდნენ, მაგრამ შემდეგ პლანესი "ბარსელონაში" გადმოვიდა და 2019 წელს რონალდი კატალონიურ გრანდში გადმოიყვანა.

ამერიკული არხის მტკიცებით, სანამ არაუხო ცენტრალური მცველი გახდებოდა, ის კარიერას თავდამსხმელის პოზიციაზე იწყებდა. მასთან დაახლოებული წყარობი იუწყებიან, რომ არაუხოს ფიზიკური სიძლიერე და ფიტნესი მოზარდებისას გამართულმა სპრინტებმა განაპირობა. 

"ბარსაში" მიაჩნიათ, რომ 22 წლის მოთამაშეს ბურთთან ერთად მოქმედების გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ ასევე ამბობენ, რომ, შესაძლოა, ის გუნდში საუკეთესო უკანახაზელია. ასევე, კლუბში ხუმრობით დასძენენ, რომ, როდესაც გუნდს თამაშის გადარჩენა უწევს, შესაძლოა, ის საუკეთესო თავდამსხმელიც კი იყოს.

ESPN თავისი სტატიის ნაწილს პედრისაც უძღვნის - წყაროს თანახმად, პლანესმა ზარი "ლას პალასის" სპორტული დირექტორისგან მიიღო, რომელმაც რამონს შეატყობინა, რომ მათ ნამდვილი ტალანტი ჰყავდათ.

რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ, პლანესმა საქმე მალევე მოაგვარა და, დაახლოებით, 20 მილიონად გონსალესი გადმოიბირა.

ამერიკული არხი ნიკოს მამისა და ლა კორუნიის "დეპორტივოს" ლეგენდარული ფეხბურთელის, ფრან გონსალესის კომენტარსაც ავრცელებს:

თავდაპირველად, ნიკოს ფეხბურთელობა არ სურდა. 6 წლის ასაკში მას ფეხბურთისადმი არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. მაშინ ჯერ კიდევ ვთამაშობდი და, შესაძლოა, ნიკო მოგზაურობით დაღლილი იყო. თუმცა, ერთ დღესაც მან თამაში დაიწყო.

ნიკოს ყველანაირი პირობა ჰქონდა - ფეხბურთელი მამა, პატარა მოედანი სახლში და ა.შ. ფრანი მას ტექნიკურ განვითარებაში დაეხმარა, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ყველაფერი გულმოდგინედ მუშაობის დამსახურებაა. 

დაახლოებით 10 წლის ასაკში, ის ადგილობრივი "მონტანეროსის" რიგებში გალისიის ტურნირზე თამაშობდა, სადაც "ბარსელონას" 2 გოლი გაუტანა და "რეალი" დააინტერესა.

ფრანი დასძენს:

"ბარსას" მისი წაყვანა სწორედ ამ მატჩმა გადააწყვეტინა.

1 წლის შემდეგ, ნიკო ოჯახთან ერთად კატალონიაში გადმოვიდა და მადრიდელთა წინადადება უარყო.

ფრანი ამბობს:

ბავშვისთვის "ბლაუგრანაში" გადასვლა ადვილი გადაწყვეტილებაა. კატალონია ნიკომ და დედამისმა აირჩიეს.

15 წლის ასაკში მას რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან 25 სანტიმეტრით გაიზარდა და საკმარისი ენერგია არ ჰქონდა.

ნიკოს უცხოური კლუბებიდან კარგი შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ მისი ოცნება "ბარსელონაში" თამაში იყო, რაც ამ სეზონში აისრულა. 

ნიკომ აკადემიაში 8 წელი გაატარა, რის შემდეგაც პირველ გუნდში დააწინაურეს. მას უკვე 27 მატჩი და 2 გოლი დაუგროვდა.

მის ტალანტს ყველა ხედავდა. ერთ-ერთი დაინტერესებული კლუბი კი "მანჩესტერ სიტი" გახლდათ.

ნიკოსგან განსხვავებით, გავი ძალიან მცირე ასაკიდან ესპანეთში ყველას აოცებდა.

"ლა ლიარაში" მისი პირველი მწვრთნელი, მანუელ ბასკო ამბობს:

ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, ის არანორმალური იყო. ის მანერა, რომელითაც გავი ბურთს ატარებდა, ნორმალური ნამდვილად არ იყო. რაღაცების სწავლა შესაძლებელია, მაგრამ ეს თანდაყოლილი ნიჭი გალხდათ.

ჩემს ქალიშვილს, ანას ვუთხარი: "მისი სარეგისტრაციო ბარათი უნდა ავიღო, რადგან მალე პირველ დივიზიონში ითამაშებს. ანამ მიპასუხა: "მამა, ის ხომ მხოლოდ 6 წლისაა". მე კი ვთქვი: "მე მაინც მზად ვიქნები და ვნახოთ, რა მოხდება".

მას შემდეგ, რაც გავი "ბეტისში" გადავიდა და 10-წლამდელთა გუნდის რიგებში 96 გოლი გაიტანა, ის ივან დე ლა პანიამ ("ბარსას" ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად გავის აგენტი) შენიშნა.

ამ დროს გავით "რეალი", "ატლეტიკო" და "ვილიარეალი" უკვე ინტერესდებოდნენ, მაგრამ პენიამ ის "ლა მასიაში" გადასვლაში დაარწმუნა.

თანაც, მაშინ "ბარსელონაში" მესი, ნეიმარი, ჩავი და ინიესტა ასპარეზობდნენ. ლეო გავისთვის ნამდვილი კუმირი იყო.

ბასკო დასძენს:

როდესაც ბავშვებს თასმები ეხსნებათ, ისინი მოედნის ფარგლებს გარეთ გადიან... თუმცა, გავის ეს არ აწუხებდა და ახლაც ასეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 17 თებერვალი 2022 16:41
    0
    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ციტატა: totti10
    ესპანურ ფეხბურთს 2018 წლის შემდეგ დაერხა, როცა იმ ნავთობ მაგნატებმა თითქმის ყველა იყიდეს :დ და ზოგადად ინგლისურმა გუნდებმა, მანდ არც სანქციაა არც არაფერი არაა? ბარსა რეალი 2 მილიონზ ემეტს დახარჯავენ და იწყება გამოძიება და დედის ...... და სიტი წელიწადში მილიარდს ხარჯავს და ვითომ არაფერი :დ აი ჩაამთავრონ ის ყატარში მსოფლიო აი მაგათ მოუდგნავენ ნაღდი გრანდები დედას. ატლეტიკო არასდროს ყოფილა სასწაული გუნდი უბრალოდ ბარსელონა რეალი არის საშნლად ცუდ მდგომარეობაშ და მიტომჩანს ესპანეთში რომ ასე ძლიერი ჩანს მაგრამ ბოლო 1 წელია უკვე ატლეტიკოც კაი რეგრესს განიცდის. დღეს ბარსელონას მარტივად შეუძია მოგება, და ამავე დროს უმარტივესადაც შეუძლია წაგებაც, საკითხავი ისაა ამ რესურსით რამდენად გაქაჩავს გუნდი 2 ფრონტზე, თან მანოლასიც დაუბრუნდა 2 კვირაა ნაპოლის ეგ და კულიბალი ერთად რავიცი . კარგი თამაში უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს 1-2 წელში ბარსა რეალი ისევ დომინანტები იქნებიან და ამ ფულის ტომარა გუნდებს და ვითომ გრანდებს დედა ეტირებათ

    გეთანხმები 100% ით, სიტის და პსჟს რომ თავი დაანებო , ნიუკასლმა 100 მილიონზე მეტი დახარჯა ზამთარში, სადაა ეს fear play ამ დროს ვერ ვხვდები, იმედია მბაპე რეალში და ჰოლანდი ბარსაში შედგება და ლა ლიგა უფრო ამოიქაჩება

    ჰოდა მოკვდა რომანტიკული ფეხბურთი, ულამაზესი დრიბლინგებით და ულამაზესი ფინტებით. ანგარიშზეც კი ავიწყდებოდათ ხანდახან ფიქრი. დღეს მოურინიოს და სიმეონეს ფეხბურთს ენიჭება უპირატესობა. მთავარია მოგება, ზოგი მწვრთნელი ფორვარდებს ფინტაობასაც კი უკრძალავს ბურთი არ დაიკარგოსო. თამაში დაცვას მიყავს და თუ გოლს გაიტანენ ხო უკეთესი მთავარი არგაშვებაა. და ყველაზე დიდი უბედურებაა, ამისათვის ყველაფერზე წასვლაა უხეშობაც და სიმულიანტობაც. რაც წინა თამაშში ესპანიოლმა კარგად დაგვანახა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 17 თებერვალი 2022 14:59
    2
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: totti10
    ესპანურ ფეხბურთს 2018 წლის შემდეგ დაერხა, როცა იმ ნავთობ მაგნატებმა თითქმის ყველა იყიდეს :დ და ზოგადად ინგლისურმა გუნდებმა, მანდ არც სანქციაა არც არაფერი არაა? ბარსა რეალი 2 მილიონზ ემეტს დახარჯავენ და იწყება გამოძიება და დედის ...... და სიტი წელიწადში მილიარდს ხარჯავს და ვითომ არაფერი :დ აი ჩაამთავრონ ის ყატარში მსოფლიო აი მაგათ მოუდგნავენ ნაღდი გრანდები დედას. ატლეტიკო არასდროს ყოფილა სასწაული გუნდი უბრალოდ ბარსელონა რეალი არის საშნლად ცუდ მდგომარეობაშ და მიტომჩანს ესპანეთში რომ ასე ძლიერი ჩანს მაგრამ ბოლო 1 წელია უკვე ატლეტიკოც კაი რეგრესს განიცდის. დღეს ბარსელონას მარტივად შეუძია მოგება, და ამავე დროს უმარტივესადაც შეუძლია წაგებაც, საკითხავი ისაა ამ რესურსით რამდენად გაქაჩავს გუნდი 2 ფრონტზე, თან მანოლასიც დაუბრუნდა 2 კვირაა ნაპოლის ეგ და კულიბალი ერთად რავიცი . კარგი თამაში უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს 1-2 წელში ბარსა რეალი ისევ დომინანტები იქნებიან და ამ ფულის ტომარა გუნდებს და ვითომ გრანდებს დედა ეტირებათ

    მე ის დრო მინდა რომ დაბრუნდეს სადაც იუნაიტედი იუნაიტედობდა, ლიონი ლიონობდა, არსენალი არსენალობდა, ბარსელონას უძლიერესი გრანდი ერქვა და ერთი ამოსუნთქვით უგებდა პირველ ტაიმში უკვე ყველას დიდი ანგარიშებით, რეალის მომაკვდინელები თამაშები ლალიგაში რომ 8:2 ებს და 9:0 ებს უგებდა დეპორტივოებს და მალიორკებს, ბაირნის გერმანული მანქანა ისედაც არის მაგრამ მაგასაც აკლია რაღაც მაინც აი ფლიკი უნდა დარჩენილიყო, ჰო პატარა კლუბები რომ ლიგის მე4ედ ფინალში გადიოდნენ აპოელი, ბაზელი, შახტარი და ასე აი მაგ დრო მინდა დაბრუნდეს ამ შეიხების მერე ეგ მინდა დადგეს რომ ისევ ძალიან მაგარი სანახაობები და ძაან დაძაბულობები იყოს ვარის ეპოქაა და რო რამე ყველაფერი მოგვარდებოდა ჩელსის და ბარსელონას ჯახი რომ აკერიათ პირზე სულ

    ყველაფერი გაერთფერულდა სადღაა ფილოსოფიების,სტილების და სკოლების ჯახი.ყველას თამაში ერთმანეთს ჰგავს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 17 თებერვალი 2022 13:41
    0
    ციტატა: totti10
    ესპანურ ფეხბურთს 2018 წლის შემდეგ დაერხა, როცა იმ ნავთობ მაგნატებმა თითქმის ყველა იყიდეს :დ და ზოგადად ინგლისურმა გუნდებმა, მანდ არც სანქციაა არც არაფერი არაა? ბარსა რეალი 2 მილიონზ ემეტს დახარჯავენ და იწყება გამოძიება და დედის ...... და სიტი წელიწადში მილიარდს ხარჯავს და ვითომ არაფერი :დ აი ჩაამთავრონ ის ყატარში მსოფლიო აი მაგათ მოუდგნავენ ნაღდი გრანდები დედას. ატლეტიკო არასდროს ყოფილა სასწაული გუნდი უბრალოდ ბარსელონა რეალი არის საშნლად ცუდ მდგომარეობაშ და მიტომჩანს ესპანეთში რომ ასე ძლიერი ჩანს მაგრამ ბოლო 1 წელია უკვე ატლეტიკოც კაი რეგრესს განიცდის. დღეს ბარსელონას მარტივად შეუძია მოგება, და ამავე დროს უმარტივესადაც შეუძლია წაგებაც, საკითხავი ისაა ამ რესურსით რამდენად გაქაჩავს გუნდი 2 ფრონტზე, თან მანოლასიც დაუბრუნდა 2 კვირაა ნაპოლის ეგ და კულიბალი ერთად რავიცი . კარგი თამაში უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს 1-2 წელში ბარსა რეალი ისევ დომინანტები იქნებიან და ამ ფულის ტომარა გუნდებს და ვითომ გრანდებს დედა ეტირებათ

    გეთანხმები 100% ით, სიტის და პსჟს რომ თავი დაანებო , ნიუკასლმა 100 მილიონზე მეტი დახარჯა ზამთარში, სადაა ეს fear play ამ დროს ვერ ვხვდები, იმედია მბაპე რეალში და ჰოლანდი ბარსაში შედგება და ლა ლიგა უფრო ამოიქაჩება
    Culé [?]
    #8 17 თებერვალი 2022 03:20
    1
    ციტატა: La Pulga10
    ბიჭო ლევანტესთან,რომ კარში ვერ დაარტყამ.ძაან ცუდია რა,ჩვენთვის რა ჯობია,მარა ესპანური ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია.მგონი დროა ჩოლომ ჩაასხას საწვავი ავტობუსში და წავიდეს.

    მეხუთეზეც ვერ გავლენ. ყველა გრანდთან დაკარგავენ ქულებს. ამოწურა სიმეონემ თავი და ჯობია წავიდეს. ბეტისს უნდა მოვიგოთ ჩვენ და მესამეზე გავიდეთ მშვიდად. ამ სეზონში არ იქმება ცუდი შედეგი. რაც შეეხება ესპანურ ფეხბურთს, ძაან ცუდი პერიოდი უდგას, ამჟამად ლიგა 1-ის დონეზეა.
    გულშემატკივარი [?]
    #7 17 თებერვალი 2022 01:18
    4
    ამ ჩავარდნების მიუხედავად იმის იმედიდ ვარ, რომ სასწაული მომავალი აქვს ბარსას 😎 ამდენი ლოდინის შემდეგ ცოტაც მოვიცადოთ 👌❤ ნამდვილად დაგვიფასდებააა ეს ლოდინი და მერე ვიტყვით: ეს ამად ღირდა. ✌❤
    ფანი [?]
    #6 17 თებერვალი 2022 01:14
    2
    ლივერპული-ინტერს ვუყურებ და შკრინიარი რამაგარი მცველია❤🥶
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 თებერვალი 2022 01:05
    4
    ბიჭო ლევანტესთან,რომ კარში ვერ დაარტყამ.ძაან ცუდია რა,ჩვენთვის რა ჯობია,მარა ესპანური ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია.მგონი დროა ჩოლომ ჩაასხას საწვავი ავტობუსში და წავიდეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 17 თებერვალი 2022 00:39
    2
    ჰაა ფრან გონსალესის შვილი ყოფილა ! ფრან გონსალესი იმ ლა კორუნიის " დეპორტივოში " თამაშობდა ჩემპიონი რომ გახდა მაგარი გოთვერანი მწვრთელი კი ჰყავდათ აჩკარიკა ირურეტა smile (ეგეც ბასკი)
    გულშემატკივარი [?]
    #3 17 თებერვალი 2022 00:32
    0
    ანგარიშს ჩავხედე უბრალოდ და ზალცბურგი როგორ უგებს ბაიერნს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 თებერვალი 2022 00:10
    1
    ჩემი აზრით არაუხო ამ მიკრო ტრამვებს გადალახავს და უმაღლესი დონე მცველი დადგება, პრინციპში ახლაც უმაღლესია მაგრამ კიდევ უნდა განვითარდეს, ნიკოს რაც შეეხება ეგეც დასახვეწია მაგრამ დე იონგზე მეტად მაგას ვენდობი და იმედია იმედებს გაამართკებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 თებერვალი 2022 23:54
    3
    კულულები და პუიოლია ისიც თავდამსხმელად იწყებდა ტრამვებშიც ბაძავს