ბარსელონა - ნაპოლი | ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

ბარსელონა - ნაპოლი | ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათზე "ბარსელონა" შინ "ნაპოლის" დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგა ევროპის რანგით მეორე ტურნირია, "ბლაუგრანას" ის არასდროს მოუგია და მიმდინარე სეზონში ამის კარგი შესაძლებლობა ექნება.

კატალონიელები პირველივე ეტაპზე საკმაოდ რთულ მეტოქეს დაუპირისპირდებიან. გადავხედოთ, როგორი სტატისტიკა აქვს "ბარსას" ნეაპოლური გუნდის წინააღმდეგ.

"ბარსელონა" და "ნაპოლი" ოფიციალურ შეხვედრებში ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2019/20 წლების სეზონში გუნდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გადაიკვეთნენ. პირველი მატჩი თებერვალში იტალიაში გაიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო კი გუნდებს განმეორებით შეხვედრამდე ლოდინმა აგვისტომდე მოუწიათ. საბოლოოდ "კამპ ნოუს" ცარიელი ტრიბუნების ფონზე "ბარსამ" "ნაპოლი" 3-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მანამდე კლუბები ამხანაგურ შეხვედრებში 5-ჯერ გადაიკვეთნენ და "ბლაუგრანამ" მხოლოდ ერთი მატჩი დათმო.

25-05-1978. "ნაპოლი" 1-1 "ბარსელონა"
22-08-2011. "ბარსელონა" 5-0 "ნაპოლი"
06-08-2014. "ბარსელონა" 0-1 "ნაპოლი"
07-08-2019. "ბარსელონა" 2-1 "ნაპოლი"
10-08-2019. "ბარსელონა" 4-0 "ნაპოლი"

"ბარსელონას" იტალიური კლუბების წინააღმდეგ ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს და იმედია, შედეგი ხვალ გაუმჯობესდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 17 თებერვალი 2022 20:20
    0
    2-1 და 4-0 შეხვედრაში ვალვერდემ მაგრად შეჭამა ნაპოლი. ძაან ლაღი იგრა იყო 4-0
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 თებერვალი 2022 16:56
    0
    ნუ სტატისტიკურად უფრო ძლიერები ვართ, გავდივართ დალშე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 თებერვალი 2022 20:32
    1
    აი ვუყურებ სერია ა ს და ტემპი მაკვირვებს, პრემიერ ლიგაშიც არაა ეგეთი სწრაფი ტემპ მაგრამ მანდ მთავრდება ყველაფერი, კლასი არააქვს და ის აკლია სერია ა ს რაც ადრე ჰქონდა და სანახავად ძაან მოსაბეზრებელია, მითუმატეს გრანდების თამაში სულ 0-0 ნთავრდება და შემაღონებელია, პროსტა ბურთი დავიჭიროთ , და ჩვენი თამაში ვითამაშოთ, ნაპოლია კადიზივით არ ჩადგება და ესეიგი ორმხრივი შეტევები და ორმხრივი გოლები იქნება, ასე რომ მაინც ყველაფრისდა მიუხედავად მჯერა რომ იბრძოლებს ბარსა და შინ არ შერცხვება, აი იტალიაში კი უკვე არაუხოც გვეყოლება და არ უნდა განმეორდეს ვალვერდეს მოერე თამაშების წყევლა