რონალდ არაუხოს ნაპოლისთან თამაში გამოირიცხა

"ბარსელონას" ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
იგი დღეს, "სიუტატ ესპორტივაზე" გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, შესაბამისად, ხვალ სათამაშოდ მზად არ იქნება. მან "ესპანიოლთან" მატჩში მარცხენა ფეხის ქუსლი დაიზიანა.
მიმდინარე სეზონში იგი ტრავმის გამო მე-7 თამაშს გამოტოვებს. ჯერჯერობით, უცნობია, მოასწრებს თუ არა არაუხო "ვალენსიასთან" თამაშისთვის გამოჯანმრთელებას.
ევროპა ლიგის 1/16-ფინალური მატჩი ხვალ, "კამპ ნოუზე", თბილისის დროით, 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]