ბარსელონა ნიკოსთან მოლაპარაკებებს დაიწყებს

Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ნიკო გონსალესთან მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს და სეზონის ბოლომდე მისი კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდება.
ახალგაზრდა ფეხბურთელით "მანჩესტერ სიტი" და კიდევ 4 კლუბი ინტერესდება, მაგრამ მას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩენა სურს. თავის მხრივ, ამისთვის "ბარსას" ეკონომიკური ძალისხმევის გაღება მოუწევს.
ნიკოს "ბლაუგრანასთან" გაფორმებული ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ამავე წყაროს ცნობებით, სერჟი რობერტოს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კვლავ არაფერი შეცვლილა - მოლაპარაკებები შეჩერებულია. თუ კლუბი რაიმე შეთავაზებას გააკეთებს, რობერტოს ძალიან დაბალ ხელფასზე მოუწევს დათანხმება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]