გუშინ ჩავი ტერ შტეგენზე ძალიან გაბრაზდა

გუშინ ჩავი ტერ შტეგენზე ძალიან გაბრაზდა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ესპანიოლთან" გუშინ გამართულ მატჩში ჩავი ერნანდესი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ძალიან გაბრაზდა.

წყაროს თანახმად, მწვრთნელის აგრესია არა მის მიერ გაშვებულმა რომელიმე გოლმა, არამედ გერმანელის არაზუსტმა გადაცემამ გამოიწვია, რომელიც მეტოქის შემტევმა რაულ დე ტომასმა ჩაჭრა და სერჟი დარდერს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი შორეული დარტყმით გაიტანა.

ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. პირველ მომენტში ბურთი არასაჭირო დროს დავკარგეთ, რადგან რისკის აუცილებლობა ნამდვილად არ ყოფილა, მეორე შემთხვევაში კი მცველმა თამაშის წაკითხვა ვერ შეძლო. ეს ჩვენი შეცდომებია, რაც უნდა გამოვასწოროთ. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ვდომინირებდით, მაგრამ გატანა გვიჭირდა.

- განაცხადა ჩავიმ შეხვედრის შემდეგ.

ერნანდესის უკმაყოფილება El Golazo de Gol-ის კამერებმა დააფიქსირა. წყაროს ცნობით, ჩავი ტერ შტეგენს უყვიროდა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა, რადგან სიჩქარის აუცილებლობას ვერ ხედავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #15 15 თებერვალი 2022 21:13
    0
    Davita,
    ვალდესი რაშია მეორე მისდროინდელი ბარსას დაცვა რომ ჰყავდეს ეხლა ბარსას ვალდესს აღარ მოიგონებდით და კიდე ვალდესი რომ მაგარი ყოფილიყო მანჩესტერშიც იტყოდა მის სიტყვას მაგრამ...
    Culé [?]
    #14 15 თებერვალი 2022 19:40
    1
    ციტატა: azulgerana
    პირველი გოლის დროს შტეგენმა პოზიცია დაკარგა

    თავიდან ვიფიქრე მომეჩვენა მეთქი მაგრამ მერე გამეორებაზე გამოჩნდა რომ ნამდვილად დაკარგული ჰქონდა პოზიცია :(((
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 15 თებერვალი 2022 16:00
    2
    ვიქტორ ვალდესი ყოფილა შტეგოს მუზა smiley
    მაგისი წინამორბედიც სასწაულებს ჩადიოდა, დაგაწყვეტდა ნერვებს კაცს და უკანასკნელი ლექსიკონით გაგინებინებდა თავს
    ნუ ესეც წაუვალდესებს ხოლმე
    მაგრამ მე-2 გოლზე რაც გარსიამ გააკეთა, ყველაფერი დაჩრდილა და გადაფარა; მაგას ლენგლეც კი არ იზამდა rage
    Culé [?]
    #12 15 თებერვალი 2022 14:59
    1
    პირველი გოლის დროს შტეგენმა პოზიცია დაკარგა
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 15 თებერვალი 2022 12:58
    0
    როგორც იქნა დაინახა ამანაც რა ნერვებზე გვათამაშებს ეს გერმანელი? გაიგოს ან აუხსნან რო ეგ ნოიერი არ არის. და თუ ნოიერი მსგავს ფოკუსებს ატარებს მოედანზე მას ამის უფლება აქვს თუნდაც იმიტომ, რომ ბაიერნი ყოველთვის უფრო ძლიერია მეტოქეებზე და თავი ქუდში აქვს. ამასთან დააკვირდეს ნოიერი მაშინ იწყებს თავის გამოსვლებს როცა თამაშს დამაჯერებლად იგებენ. რთულ თამაშებში კი თუნდაც ლიგაზე, ამას არც აკეთებს და არც არავინ არ გააკეთებინებს.
    დააჯერეს რო ფეხით კარგად თამაშობს და პლეიმეკერობა მომინდომა ამანაც რა.

    ციტატა: me da barca
    პირველია თუ მეათე, რომ შტეგო მეტოქეს აძლევს ბურთს. გარდა ამისა რამდენჯერაც დაურტყამენ, იმდენჯერ გული ნასკებიდან ამომაქვს გოლის შიშით. ძალიან მოუკლო, ძალიან.

    მეათეც ვერ არის, მაქსიმუმ მე-11-ეა. ორი წელია იაშინის პრიზზე ათეულში ვერ ხვდება და იმ ათეულს ჩვენ კი არ ვიგონებთ სპეციალისტების არჩევანია.
    ფანი [?]
    #10 15 თებერვალი 2022 10:35
    5
    მეკარე აუცილებელია, შტეგენის მზეობები ყელში ამივიდა მართლა., ბრავო როცა იყო სკამზე ახმობდა, ტიპმა იმდენი იტირა გააშვებინეს, ი. დროს ბრავოს მხოლოდ ასაკით სჯობდა, დალშე ბრავო ყველაფერში უკეთესი იყო. ლაპორტას ტვინი რომ ქონოდა დონარუმას არ გამაზავდა და მინიმუმ ამ ერთ სეზონში სკამზე გაახმობდა ამ ჩმორ გერმანელს. აქ კიდე გამოხვალთ და ვალდეს ადარებთ 😃😃 ვიქტორი ბარსას ისტორიაში მინიმუმ მეორეა
    Culé [?]
    #9 15 თებერვალი 2022 09:50
    1
    ძალიან ძალიან გაბრაზდა 🤦🏻‍♂️

    რა სიდებილეებს წერთ
    Culé [?]
    #8 15 თებერვალი 2022 02:14
    5
    დონარუმა არაფრით არ უნდა გაგვემაზა. მთელი კარიერა წინ აქვს და ჯერ 22 წლისაა. შტეგენიც კონკურენციას რომ იგრძნობდა გაარყევდა ერთ ადგილს ან წავიდოდა და კაი ფულს მოგვიტანდა. თუმცა ახლა უკვე გვიანია და ერთადერთი რაც შეუძლიათ შტეგენის ფორმაში შესვლაა.
    Culé [?]
    #7 15 თებერვალი 2022 01:36
    4
    უკვე აშკარაა შტეგენს ჭირდება ვინმე კარგი როტაცია. დონარუმას რა ვუთხარი პსჟში რო წავიდა მარა რაც იყო ეგაა. ვფიქრობ უნაი სიმონი კაი ვარიანტია თან ესპანელია ან ალექს მერეტი ორივე კაი მეკარეა მოკლედ ორივე პერსპექტიულია მარა არამგონია ბარსა მაგდენს გაწვდეს იაფი არღირს არცერთი
    ხოდა მამარდა ვიყიდოთ რამეს მაინც იზამს და იაფიცაა 😜
    ფანი [?]
    #6 15 თებერვალი 2022 01:20
    1
    დე იონგი გარსია შტეგენი უმტიტი ლენგლე გასაშვებია ზაფხულში
    გულშემატკივარი [?]
    #5 15 თებერვალი 2022 00:12
    5
    ამოწურა თავი ამ ტერ შტეგენმა და გაუშვან რაღას წვალობენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 თებერვალი 2022 23:35
    5
    მეორე მეკარეც გვჭირდება აშკარად, ამასთან როტაციაში იქნება როგორც ბრავოსთან იყო ერთ დროს, კიც დაფრინავდა მაშინ შტეგენი და მაგის მერეც უმაღლეს დონეზე იყო აი ამ ბოლო 2 წელში მაგრად მოუკლო და იმედია კონკურენცია მაინც გამოაფხიზლებს, ან დე ხეასავით დაბურდება ფორმაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 თებერვალი 2022 23:23
    5
    პირველია თუ მეათე, რომ შტეგო მეტოქეს აძლევს ბურთს. გარდა ამისა რამდენჯერაც დაურტყამენ, იმდენჯერ გული ნასკებიდან ამომაქვს გოლის შიშით. ძალიან მოუკლო, ძალიან.
    გულშემატკივარი [?]
    #2 14 თებერვალი 2022 23:23
    9
    ამას ნორმალური შემცვლელი მოუყვანეთ და გააქანებს ერთ ადგილს 🙂 ტიპმა იცის რომ გარანტირებული აქვს სასტარტოში ადგილი და აღარ იხარჯება იმდენად 😑
    გულშემატკივარი [?]
    #1 14 თებერვალი 2022 22:29
    9
    დროზე გავიდეს დრო ამ თამაშის დავიწყება მინდა 😀