ბარსელონაში ადამა ტრაორეს მოყვანის იდეა ჟორდი კრუიფს ეკუთვნოდა

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონაში" ადამა ტრაორეს მოყვანა ჟორდი კრუიფის იდეა იყო.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ფიქრობდა, რომ გუნდს ინტენსივობის, ფიზიკური ასპექტისა და რიტმის გაზრდა სჭირდებოდა, რაც ტრაორეს იდეალურად შეუძლია.
ადამას გარდა, "ბარსა" ბრაიან ხილის ვარიანტსაც განიხილავდა, მაგრამ მისი კანდიდატურა მალევე გამოირიცხა.
როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, რამონ პლანესის წასვლის შემდეგ დატოვებული სივრცე კრუიფმა შეავსო. ჟორდი, ჩავი და მატეუ ალემანი შესანიშნავ სპორტულ გარემოს ქმნიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]