პრობლემები დაცვაში

პრობლემები დაცვაში

"ბარსელონაში" თავი ისევ ნაცნობმა საკადრო პრობლემებმა იჩინა. კატალონიურ გუნდს დაცვაში სერიოზული დანაკილისი აქვს, წინ კი 2 მნიშვნელოვანი თამაშია. ხუთშაბათს "ბლაუგრანა" ევროპა ლიგის 1/16-ფინალში შინ "ნაპოლის" დაუპირისპირდება, კვირას კი ლა ლიგის 25-ე ტურში "ვალენსიას" ესტუმრება.

"ბარსას" "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კიდევ ორი მცველი გამოაკლდა - ჟერარ პიკე და რონალდ არაუხო. პიკე მატჩის ბოლოს მოედნიდან გააძევეს, რის გამოც ის "ვალენსიასთან" დაპირისპირებისთვის დისკვალიფიცირებულია. არაუხომ მარცხენა ქუსლის მიდამოში დისკომფორტის გამო თამაში ნაადრევად დაასრულა, თუმცა მისი ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლისთან" და "ვალენსიასთან" მატჩებისთვის გუნდს დანი ალვესის დანაკლისიც აქვს. ბრაზილიელი ევროპა ლიგაზე დარეგისტრირებული არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ნეაპოლელებთან არ იქნება. ალვესი ვერც "მესტალიაზე" ითამაშებს, ამის მიზეზი კი ლა ლიგაში ორმატჩიანი დისკვალიფიკაციაა.

ამ ყველაფერს რობერტოს, ლანგლეს, უმტიტისა და ბალდეს არყოფნაც ემატება. თუ არაუხო გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, "ნაპოლისთან", სავარაუდოდ, დაცვის ხაზი დესტი-პიკე-გარსია-ალბა იქნება, "ვალენსიასთან" კი - დესტი-მინგესა-გარსია-ალბა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 15 თებერვალი 2022 13:32
    0
    აბა, ჯერ ისე რა იყო და ეხლა კიდევ პიკეს და არაუხოს გარეშე? მაგარ შარში ვართ, არც ბართოს და არც კუმანის წყევლა არ გვანებებს თავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 15 თებერვალი 2022 12:36
    0
    ლენგლე რატომ დავივიწყეთ?! scream
    10-12 -ზე თამაში არაა ცუდი, ბრძოლას სწავლობ და 11-11-ზე უკეთ უმკლავდები
    თუმცა წინა დღეს გარსიამ ბრწყინვალედ შეცვალა ბატონი კლიმენტი barca-6
    Culé [?]
    #11 15 თებერვალი 2022 08:49
    0
    CuleTillIDie,
    ბუსკეტსი არა და დე იონგი მგონი ჩავა დაცვაში
    Culé [?]
    #10 15 თებერვალი 2022 03:09
    0
    დესტი, მინგესა გარსია ერტად? გული გამისკდა ამის დანახვაზე. ნუ ალბას წინ წასვლას აუკრძალავენ ალბათ

    ამათ ალბას მაგივრად ლანგლე დავამატოთ... ჩავუსხდეთ და... ვიცინოთ. აბა სხვა რაღა დაგვრჩენია?!
    Culé [?]
    #9 14 თებერვალი 2022 23:58
    0
    მინიმუმ 2 ტოპ მცველი დაიდოა არანაირი ფორვარდი ჯერ !!!
    Culé [?]
    #8 14 თებერვალი 2022 22:16
    0
    პრობლემები თავში და ყველა პოზიციაზე sweat_smile
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #7 14 თებერვალი 2022 21:12
    0
    ასე მგონია რო ნაპოლისთან 3-4-3 ითამაშებენ და ბუსკეცი ჩაიწევს ცენტ. მცველზე პიკე ლანგლე/გარსიასთან ერთად. ეგრე მაინც იყოს თორემ გარსია და ღლესტი ერთად უკვე ნამეტანია
    --------------------
    #infinit8iniesta
    ფანი [?]
    #6 14 თებერვალი 2022 21:12
    0
    რას იყვით, ამ ეტაპისთვის ჩემო მეგობრებო!

    ⚽ამჟამად, ძაან მაგარი პრობლემები გვაქვს დაცვაში.
    გამოსავალი შეიძლება და აი ასეთი შემადგენლობა
    ვიფიქრე ნაპოლთან და ვალენსიასთან.
    ⚽ნაპოლთან ლუკი ყველა ვარიანტში გვინდა თუ არ
    გვინდა ძირითადშია საჭირო, მარჯვენა და მარცხენა
    ფლანგებიდან ტრაორეს და ობამეიანგი არ მოაკლებს
    ლუკისთვის ჩაწოდებებს, ლუკის თავი არ გამაზავს.
    დაახლოებით, სადღაც 20 ჩაწოდებიდან 2-3 გოლს
    მინიმუმ კი უნდა გაიტანოს.
    ⚽რა საშინელ დღეში ვართ, რომ ასეთი უსუსური დაცვის
    ხაზის გამო ამ ეტაპისთვის ლუკიზე ვართ მხოლოდ
    დამოკიდებული.
    სხვა შანსი რავი არა მგონია.
    ⚽ძირითადი:
    შტეგენი
    დესტი-მინგესა-ფრენკი-ალბა
    - (ფრენკი დაცვაში ამ ეტაპისთვის მშვენიერია!)
    პედრი-ბუსი-გავი
    ტრაორე-ლუკი-ობამეიანგი
    ---------------------------------
    რას იყვით, ჩემო მეგობრებო!
    ფანი [?]
    #5 14 თებერვალი 2022 20:13
    6
    პიკეს არ ეკადრებოდა ის საქციელი, არაუხო კიდე მეორე ვერმაელენი იქნება, ნიჭიერი მაგრამ ხრუსტალი, მინგესა ქაჯი, გარსია დემბელეს მსგავსი უტვინო მოკლედ დაგვერხა, ცენტრალური მცველი კიარა მცველებია მოსაყვანი, არ შეიძლება არაუხოს იმედათ ყოფნა, დანარჩენები კოდე ღლეები არიან და ნაქუიზეა გასაშვები, ლანგლეს დატოვება შეილება სკამისთვის, დალშე გარსია უმტიტი მინგესა გასაყიდია
    გულშემატკივარი [?]
    #4 14 თებერვალი 2022 19:37
    2
    და ბართომეუს დებილი დედაც 👌
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 თებერვალი 2022 19:16
    0
    როგორც მოველოდი ისე ვითარდება მოვლენები, ამ სეზონში იქნება არასტაბილურობა, ხან დამსახურებული და დაუმსახურებელი მოგება, ან დამსახურებული და დაუმსახურებელი ქუკების კარგვა, ეს თანაბრად იქნება და სტაბილურად კარგად ვერ ვითამაშებთ, ზაფხულში ტრანსფერებია საჭირო:ჰოლანდი, კრისტენსენი, გაია, აზპილიკუეტა ან მაზრაუი, გასაყიდია ნაგვები ამავდროულად, მომავალი წელიო კი გავიძახით უკვე რამდენი ხანია მაგრამ ახლა როცა ჩავი მოვიდა და ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდა, ახლა უფრო მეტად მაქვს ამოქაჩვის იმედი, მთავარია ეს სეზონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დავამთავროთ და ევროპასაც თუ დავდებთ მაშინ გაასწორებს
    Culé [?]
    #2 14 თებერვალი 2022 19:10
    1
    ვალენსიამდე მოიხოდება არაუხო.აი ნაპოლისთან რა გვეშველება არვიცი.მინგესას და გარსიას ისევ ლენგლე ჯობია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 14 თებერვალი 2022 19:00
    4
    ლენგლე ხო ვარჯიშობს, ვიდეოებში ვნახე რო ვარჯიშობს და რატო ვერ თამაშობს?
    გარსიას და მინგეზას მაინც აჯობებს.