ანდრეს ინიესტა: ბარსელონაში დაბრუნებას ვისურვებდი

"ბარსელონას" ლეგენდა, იაპონური "ვისელ კობეს" ამჟამინდელი ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა Sport-თან ინტერვიუში მშობლიურ კლუბში დაბრუნების სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამს და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საუბრობს.
"ბარსელონაში" დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ არ ვიცი, როდის.
"ბარსა" ჩემი სახლია. უკეთეს ადგილას ვერ ვიქნებოდი, ვიდრე "ბლაუგრანაში". არ ვიცი, სად ვიქნები, როდესაც კარიერას დავასრულებ. მწვრთნელობაზე ხშირად ვფიქრობ. დღეისათვის სწორედ ეს მხიბლავს.
როგორც ამბობენ, დრო ჩემ წინააღმდეგ მიდის, მაგრამ არ ვიცი, სად ვხედავ საკუთარ თავს, როდესაც კარიერას დავასრულებ. ბევრჯერ მიფიქრია, რომ მინდა, მწვრთნელი გავხდე ან სპორტული დირექტორობისთვის მოვემზადო. მსურს, რომ ისევ ფეხბურთთან ვიყო დაკავშირებული.
როგორც ყველას "ბარსელონაში", მინდა, რომ "ბლაუგრანა" იქ დაბრუნდეს, სადაც იმსახურებს. ყველაფერ დრო სჭირდება. ნელ-ნელა კარგი რაღაცები მოხდება, შედეგები იქნება.
გამარჯვებები გაგრძელდება. დიახ, მართალია არსებობს მომენტები, ეტაპები, გარემოებები "ბარსას" გარშემო და ეს ყველაფერი ზოგჯერ რთულია. საუბარია იმაზე, რომ ყველაზე რთულ მომენტებში კლუბის გვერდით ვართ. არ ვიცით, განმეორდება თუ არა წარმატებული ეპოქა. უნდა ვცადოთ, რომ ეს ისევ მოხდეს. მთავარი იმის ცოდნაა, თუ როგორ გვინდა, რომ "ბარსამ" იმუშაოს.
ოდესღაც პედრის ვესაუბრე. ის ძალიან ნიჭიერია. დარწმუნებული ვარ, პედრი "ბარსაში" და ნაკრებში სამაგალითო იქნება. მას ჩემი გამოცდილება გავუზიარე. ის უნდა იყოს საკუთარი თავი, ისიამოვნოს იმით, რასაც აკეთებს და გამუჯობესება განაგრძოს.
გავი და ნიკო საოცრად ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. მათ ამ რთული სიტუაციის გადატანა მოუწიათ და თავი ყველაფერს კარგად გაართვეს. ნუ დავივიწყებთ მათ ასაკს. ისინი უნდა გაუმჯობესდნენ კარგ გარემოში და განავითარონ თავიანთი ნიჭი.
პიკე, ბუსკეტსი და ალბა? მათ იციან, სად იმყოფებიან და როგორი მომთხოვნები უნდა იყვნენ. ისინი ამ სიტუაციას თავს ნორმალურად ართმევენ. ამდენი წლის შემდეგ მათ ვერავინ აუხსნის, როგორ გაუმკლავდნენ ასეთ გარემოებას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]