მესამე წითელი ბარათი 2022 წელს

მესამე წითელი ბარათი 2022 წელს

"კორნელია-ელ პრატზე" გამართულ დერბიში ერნანდეს ერნანდესმა ჟერარ პიკე მოედნიდან გააძევა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს "ბარსას" ფეხბურთელი უკვე მესამედ გააძევეს. ევროპაში ამაზე "უკეთესი შედეგი" მხოლოდ "არსენალს" აქვს - 4 წითელი ბარათი.

პირველად, გავი გააგდეს. "გრანადასთან" მატჩი "ბარსას" გამარჯვებისკენ მშვიდად მიჰყავდა, თუმცა 79-ე წუთზე 17 წლის ფეხბურთელის უხეშობას მეორე ყვითელი ბარათი მოჰყვა. კაცნაკლულ გუნდს თამაში აერია და, საბოლოოდ, ანდალუსიიდან მხოლოდ ერთი ქულა წამოვიღეთ.

დანი ალვესის "ატლეტიკოსთან" გაძევებას ესპანეთში რამდენიმე დღე განიხილავდნენ. კარასკომ მას ბრალი განზრახ უხეშობაში დასდო. დანი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. "ბარსამ" სასჯელი ზომა გაასაჩივრა, თუმცა, როგორც ყოველთვის, უშედეგოდ.

გუშინ კი, ჟერარ პიკესა და ნიკო მელამედის ინციდენტს ორმაგი გაძევება მოჰყვა. ერნანდეს ერნანდესს წითელი ბარათების ჩვენება უყვარს. მან "ბარსელონას" მონაწილეობით გამართულ თამაშში 30-ედ იმსაჯა და მის ანგარიშზე უკვე 10 წითელი ბარათია. პიკესა და მელამედის გარდა, ლუკ დე იონგის გოლის შემდეგ, მან "ესპანიოლის" სათადარიგოთა სკამიდან მანუ მორლანესის გაგდებაც მოასწრო.

შემდეგ ტურში, "ბარსას" "მესტალიაზე" სტუმრობა უწევს. ამ თამაშში ალვესისა და პიკეს თამაში გამორიცხულია და, შესაძლოა, ვერც არაუხო ვიხილოთ. ჯერჯერობით, ურუგვაელის რეაბილიტაციის პროცესის ზუსტი ხანგრძლივობა უცნობია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 15 თებერვალი 2022 13:39
    0
    მაგარი დარხეული გვაქვს, დაცვაა მისახედი დაცვა.
    Culé [?]
    #9 14 თებერვალი 2022 18:20
    0
    ციტატა: me da barca
    ჩვენს საჯარიმოს თუ დავნაღმავთ, თორემ სხვა მხრივ დედა არ ყავს დაცვას.

    რად გინდა, ლანგლე აფეთქდება მაი ნაღმზე😀
    ფანი [?]
    #8 14 თებერვალი 2022 16:53
    1
    კარგია ცეცხლი, მაგრამ დისციპლინაა საჭირო მაინც გუნდში. ჩავიმ უნდა იმუშაოს მაგაზე აუცილებლად. ერთ მომენტში მაგალითად ტრაორემ ისეთები ქნა და წამოიღო ტიპი, რომ მეგონა გააგდებდნენ. იქაც გარსიამ ისეთი ქნა აჭრილზე მანდაც მეგონა გააგდებდნენ. იყო კიდე მომენტები რეალურად, რომელიც მსაჯმა გაატარა და ყველა მსაჯი არ გაატარებს. ფსიქოლოგი დაიქირაონ ვინმე წესიერი, თორემ ძაან აგრესიულად გამოიყურება გუნდი პატარა აჭრის მერე.
    გულშემატკივარი [?]
    #7 14 თებერვალი 2022 16:22
    1
    არაუხო გრძელ პასებზე კარგი იყო ერთი ორჯერ კარგად გაამწვავა შეტევა. ნელ-ნელა იხვეწება მაგ მხრივ
    Culé [?]
    #6 14 თებერვალი 2022 15:36
    1
    ეს მეორე მხრივ კარგია იბრძვის გუნდი რაც შეუძლიათ არა ის ჯობდა ყვითლის გარეშე 69276 ბურთებს რომ უშვებდნენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 თებერვალი 2022 15:14
    1
    Albicelecte,
    გასაგდები იყო აბა რა იყო, ჯერ ერთი იქამდეც ყვითელი ჯქონდა და მეორე ყვითელი მიიღო და მერე მეორე თავში წამოარტყა მეტოქეს და ნამდვილად იმსახურებდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 თებერვალი 2022 14:26
    3
    არ იყო პიკე გასაგდები
    გულშემატკივარი [?]
    #3 14 თებერვალი 2022 14:05
    1
    ისე გუნდს ერთი კაი ფსიქოლოგიც ჭირდება.დ ასე არ შეიძლება ძმაო ყველაფერზე ავარდნა ,პუიოლი მაინც მოიყვანონ ეგ შეითავსებდა ფსიქოლოგობას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 თებერვალი 2022 13:22
    3
    ჩვენს საჯარიმოს თუ დავნაღმავთ, თორემ სხვა მხრივ დედა არ ყავს დაცვას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 თებერვალი 2022 12:34
    3
    პრესინგის დროს ძალიან ხშირად ჯარიმდებიან, ასევე კონტრებზეც, გუშინ კი პიკეს წამოუარა, მაგრამ, ამ თამაშში წაგებას გადავრჩით მაგრამ ვალენსიასთან არც პიკე და არც ალვესი არ იქნებიან, იმედია არაუხო იქნება, ტიპმა მთელი ტაიმი ცხოველივით ჩაატარა და მერე ალბათ ჩავიმ აღარ გარისკა რაც გამართლებულია