ინციდენტი რონალდ არაუხოსა და ესპანიოლის ფეხბურთელებს შორის

გუშინ, "კორნელია-ელ პრატზე" გამართული კატალონიური დერბი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
მეორე ტაიმის დამატებულ დროში ერნანდეს ერნანდესმა ჟერარ პიკე და ნიკო მელამედი მოედნიდან გააძევა. მელამედს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე რონალდ არაუხო დახვდა, რასაც "ესპანიოლის" სათადარიგოთა სკამთან შელაპარაკება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა.
ურუგვაელი ამ ჟესტით "ესპანიოლის" ფეხბურთელებს სეგუნდა დივიზიონზე მიანიშნებდა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 2019/2020 წლების სეზონი "ესპანიოლმა" ბოლო ადგილზე დაასრულა. გუნდმა გავარდნა 35-ე ტურში "კამპ ნოუზე" წაგებული თამაშის შემდეგ გაინაღდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, არაუხომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:
- წერს არაუხო.
სამწუხაროდ, 22 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია და, სავარაუდოდ, "ნაპოლისთან" ხუთშაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]