სერჟი ბარჟუანი: არასდროს მიგვრძვნია, რომ ჩემი პოზიცია საფრთხეშია

"ბარსა ბ-ს" მთავარი მწვრთნელი, სერჟი ბარჟუანი, "ლინარესთან" ფრედ (1-1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს:
არასდროს მიგვრძვნია, რომ ჩემი პოსტი საფრთხეშია, მაშინაც კი, როცა ამაზე ცნობები ვრცელდებოდა. ჩემთვის შესაფერის საქმეს ვაკეთებ, რაც ფეხბურთელების მომზადებას გულისხმობს.
"ლინარესთან" მატჩში ანგარიში ფერან ჟუტგლამ აბდე ეზალზულის ასისტით გახსნა, თუმცა, ბოლო წუთზე უგო დიასმა პენალტით წონასწორობის აღდენა შეძლო.
საინტერესო, რომ ჟუტგლამ ამ კლუბის კარში გატანა "ბარსელონას" პირველი გუნდის შემადგენლობაშიც შეძლო, კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი კი ისაა, რომ "ლინარესის" რიგებიდან თავი მაშინაც უგო დიასმა გამოიჩინა.
გავრცელებული ცნობებით, ბარჟუანმა მოედანი იმედგაცრუებულმა დატოვა და თავის ვიზავის ხელი არ ჩამოართვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]