ფილიპე კოუტინიო: ბარსელონა? წარსულით ცხოვრება არ მინდა

ფილიპე კოუტინიო: ბარსელონა? წარსულით ცხოვრება არ მინდა

"ბარსელონადან" "ასტონ ვილაში" განათხოვრებულმა ფილიპე კოუტინიომ პრემიერ ლიგაში დაბრუნებასა და კატალონიურ კლუბზე ისაუბრა.

აქაურობა ძალიან მომწონს. პრემიერ ლიგა და აქაური ხალხი მომენატრა. ინგლისში დაბრუნება შესანიშნავია.

აქ ძალიან ინტენსიურია მატჩებია და ეს მომწონს. ადაპტაცია ისევ მჭირდება. ვცდილობ, ვარჯიშებზე მაქსიმუმი ვაჩვენო და ინტენსივობის კუთხით გავუმჯობესდე. ვფიქრობ, ეს ცვლილება ძალიან მომწონს.

ესპანეთში ასე არ თამაშობენ. "ბარსელონაში" ჩვეულებრივ ბურთით უფრო მეტ დროს ატარებს, მას უფრო მეტად აკონტორლებ, ეს კი ორი სხვადასხვა რამ არის. წარსულით ცხოვრება არ მინდა. ახლა შესანიშნავ კლუბში ვიმყოფები. მინდა, ჩემი საუკეთესო ვერსია ვაჩვენო და თამაშით სიამოვნება მივიღო.

"ასტონ ვილას" სტადიონზე საოცარი ატმოსფეროა. პრემიერ ლიგა ძალიან მომენატრა, რადგან სტადიონებზე ძალიან დაძაბული ატმოსფეროა.

აქ ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში ვხვდები, ძალიან კეთილგანწყობილია და პატივისცემით მექცევიან. რაც შეეხება ამინდს, ცოტათი ცივა, მაგრამ ფეხბურთი, კლუბი და ხალხი აქ ძალიან კარგია.

- ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს Sky Sports.

კოუტინიო "ასტონ ვილაში" ბრწყინვალედ გამოიყურება. მის აქტივში 3 თამაშში 2 გოლი და 2 ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 13 თებერვალი 2022 23:05
    0
    წარმატებები სადაც არ უნდა იყო.. გამიხარდებოდა ბარსას სტილს მორფებოდი და შენი თამაშით აქ მიმეღო სიამოვბება მაგრამ ასეც ხდება ყველგან ისე ვერ მოერგები რაც არ უნდა გინდოდეს..
    ფანი [?]
    #8 13 თებერვალი 2022 10:35
    3
    შეცდომა ის იყო ვინც შენ საერთოდ ბარსაში მიგათრია.და იმხელა ფული გადაიხადა შენში .შე ნაგავო.ლა ლიგას და ბარსას აბრალებ შენ უღიმღამო თამაშებს?
    გულშემატკივარი [?]
    #7 12 თებერვალი 2022 22:44
    2
    კოუ თავიდანვე განწირული იყი ისეთი დუხით ითამაშა პირველი თამაში უკვე იასნი იყო ვერაფერს იზამდა ,ბარსაში თამაშუ მარტივი არარი და ბევრი ამიტომ ვერ ამართლებს იმედებს , ამიტომ სანამ იყიდიან ვინმეს მარტო საფეხბურთო ინტელექტით არუნდა შევაფასოდ ხასიეთიც უნდა უწყობდეს ხელს და წნეხს თუ ვერ უძლებს როგორი მაგარი ფეხბურთელიც არუნდა იყოს ყველა ასე ჩაისვრის.
    Culé [?]
    #6 12 თებერვალი 2022 22:43
    0
    ბურთის შინებია ამ ჭუჭუკელას!

    მიატეხა უხსენებელმა, ხვალ უცილობლად 3 ქულა!
    Culé [?]
    #5 12 თებერვალი 2022 22:01
    4
    თვითონვე ხვდება რომ ლალიგა მისთვის არ იყო და თვითონ ლალიგისთვის... პრემიერ ლიგაში კიდე იტყვის დიდ სიტყვას ეს ჭკვიანი კია..
    გულშემატკივარი [?]
    #4 12 თებერვალი 2022 21:15
    10
    კარგად დაიწყო და იმედია ასევე გააგრძელებს წარმატებები კოუს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 თებერვალი 2022 21:11
    5
    იმედია არ დააბრუნებენ,მისთვისვე კარგი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 თებერვალი 2022 20:44
    10
    მერე ვინ გაუმწარა ცხოვრება ბარსელონაში? ბარსას აბრალებს ეს მგონი თავის უვარგის თამაშს. წარსული? ეგ კიდევ საკითხავია რამდენი ხანი ითამაშებს ამ დონეზე. იმედია არ დაიტრამვება და კიდევ ბარსას არ დააბრალებს თავის უბედობას. ღმერთმა ქნას დროზე გაიფორმონ და შეგვეშვას.
    Culé [?]
    #1 12 თებერვალი 2022 20:43
    3
    წარმატებები და მიხარია რომ თავისი თავი იმედია ისევ იპოვა