დემბელე ესპანიოლთან ითამაშებს

დემბელე ესპანიოლთან ითამაშებს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტრიბუნებზე იძულებით გადასმის შემდეგ უსმან დემბელე "ბარსელონას" შემადგენლობას დაუბრუნდება და ეს ხვალ, "ესპანიოლთან" შეხვედრაში მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ დემბელემ "ბარსას" მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ჩავი ერნანდესი მისი სასჯელის სეზონის ბოლომდე გაგრძელებას საჭიროდ არ თვლის და 24 წლის ფეხბურთელს სათამაშო დროს ისევ მისცემს, თუმცა შემადგენლობაში მისი როლი არ გაიზრდება. ამას ჩავი დემბელეს იანვრამდე ჰპირდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ "ბარსას" შეტევა საგრძნობლად გაძლიერდა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი სიახლეების ფონზე "კამპ ნოუს" პუბლიკა უსმანს მეგობრულ დახვედრას არ უწყობს. ფრანგ  შემტევს საშინაო მოედანზე სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას უსტვენენ, "ესპანიოლთან" გასვლით მატჩში კი ამ მხრივ მეტი თავისუფლება ექნება. 

ჯერ გადაწყვეტილი არაა, დემბელე კატალონიურ დერბიში სასტარტო შემადგენლობაში იქნება თუ შეხვედრაში მოგვიანებით ჩაერთვება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 12 თებერვალი 2022 23:38
    0
    ვეფხვია ტიპი მაგრად ევასებათ
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #8 12 თებერვალი 2022 19:59
    1
    ისე გასვლაზე უფრო უნდა ათამაშოს ჩავიმ, თუ მაინცდამაინც დააყენებს ძირითადში ან სკამიდან შემოიყვანს. ერთი იმიტორო ფანებისგან იმხელა ნეგატივი ვერ იქნება რამხელაც კამპ ნოუზე, და პლიუს გასვლაზე ბევრად გვიჭირს ვიდრე სახლში და ამის სისწრაფე გამოადგება გუნდს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 თებერვალი 2022 19:41
    0
    ციტატა: La Pulga10
    ეხლა გადავედი 2018 წლის ნიუსზე,სადაც მესიმ დემბელე შეაქო კარგად ითამაშაო და კომენტარებში რა ხდება გავგიჟდი.
    "დემბოს კიდე მეტი შეუძლია ჯერ სად ხართ... ","Iმ ტილიანი მბაპეს დედაც სადაც დემბოა, გააქ ლიგაერტსჰი 3-4 გოლი სადაც კონკურენციის ნატამალიც არაა და აპიარებენ მერე" და ა.შ.სხვების არვიცი მარა მე თავიდანვე არ მომწონდა ეს ჩობანი,იმედი მქონდა დაჭკვიანდებოდა მარა აბა.

    მეც გადავედი 19.10.19 ნიუსზე და სრულიად შემთხვევით დემბელეზე ჩემს კომენტარს გადავაწყდი, რომელიც საერთოდ არ მახსოვდა.

    19 ოქტომბერი 2019 15:54
    ციტატა: me da barca
    ყოველი წარმატებული დრიბლინგის თუ დარტყმის შემდეგ უნდა შეაქო და კამფეტი მისცე. 😁
    წევრი [?]
    #6 12 თებერვალი 2022 18:55
    2
    წაათრიეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 თებერვალი 2022 16:51
    3
    ოო ტრაორე დემბელე ფლანგებიდან ძაან დაჩაგრავენ ესპანიოლს მინიმუმ სამ გოლს ველოდები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 თებერვალი 2022 15:50
    2
    ციტატა: La Pulga10
    ეხლა გადავედი 2018 წლის ნიუსზე,სადაც მესიმ დემბელე შეაქო კარგად ითამაშაო და კომენტარებში რა ხდება გავგიჟდი.
    "დემბოს კიდე მეტი შეუძლია ჯერ სად ხართ... ","Iმ ტილიანი მბაპეს დედაც სადაც დემბოა, გააქ ლიგაერტსჰი 3-4 გოლი სადაც კონკურენციის ნატამალიც არაა და აპიარებენ მერე" და ა.შ.სხვების არვიცი მარა მე თავიდანვე არ მომწონდა ეს ჩობანი,იმედი მქონდა დაჭკვიანდებოდა მარა აბა.

    ვის მოსწონდა აქ ისიც გვახსოვს და ვისაც არ მოსწონდა ისიც მე იდიოტად ვთვლიდი რომელიც პროფესიონალი არ არის ეხლა შემიძლია დავამატო რომ ვერც ვერასდროს გახდება პროფესიონალი
    Culé [?]
    #3 12 თებერვალი 2022 15:31
    0
    ციტატა: La Pulga10
    ეხლა გადავედი 2018 წლის ნიუსზე,სადაც მესიმ დემბელე შეაქო კარგად ითამაშაო და კომენტარებში რა ხდება გავგიჟდი.
    "დემბოს კიდე მეტი შეუძლია ჯერ სად ხართ... ","Iმ ტილიანი მბაპეს დედაც სადაც დემბოა, გააქ ლიგაერტსჰი 3-4 გოლი სადაც კონკურენციის ნატამალიც არაა და აპიარებენ მერე" და ა.შ.სხვების არვიცი მარა მე თავიდანვე არ მომწონდა ეს ჩობანი,იმედი მქონდა დაჭკვიანდებოდა მარა აბა.

    და რა? მეც არ დამიწერია ეგ კომენტარები მაგრამ რას იძახი რო მე მაშინაც ვიცოდი და თქვენ რატო გეგონათ დემბელე ნიჭიერიო.?პირადად მე დემბელე 1 რამის გამო არ მომწონდა , არც ვიცოდი ტრამვიანი იგო თუ არა, უბრალოდ ფეხბურთელი გუნდიდან ისე რო წავა როგორც დემბელე დორტმუნდიდან მაგ ფეხბურთელს ვერ დავაფასებდი. ეგ იყო და ეგ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 თებერვალი 2022 14:27
    4
    ეხლა გადავედი 2018 წლის ნიუსზე,სადაც მესიმ დემბელე შეაქო კარგად ითამაშაო და კომენტარებში რა ხდება გავგიჟდი.
    "დემბოს კიდე მეტი შეუძლია ჯერ სად ხართ... ","Iმ ტილიანი მბაპეს დედაც სადაც დემბოა, გააქ ლიგაერტსჰი 3-4 გოლი სადაც კონკურენციის ნატამალიც არაა და აპიარებენ მერე" და ა.შ.სხვების არვიცი მარა მე თავიდანვე არ მომწონდა ეს ჩობანი,იმედი მქონდა დაჭკვიანდებოდა მარა აბა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 თებერვალი 2022 14:17
    4
    უკვე ალერგია მაქვს ამის დანახვაზე, ეხლა რო კარგად ათამაშდეს ხო უნდა გაგვისკდეს გული. ჯობია დავამტვრიოთ და ეძებოს მერე ჩვენნაირი კლუბი ამხელა ხელფასით.