გაიგე მეტი ბარსელონაზე #12

გაიგე მეტი ბარსელონაზე #12

Barcamania.ge გთავაზობთ რუბრიკას, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.

კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ:

რამდენი გოლი აქვს ბარსელონას ლა ლიგაში გატანილი?

ლა ლიგის არასრულ 91 სეზონში ბარსელონას 6296 გოლი აქვს გატანილი, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე რეალია, რომელიც ბარსას მხოლოდ 7 გოლით ჩამორჩება. მესამე ადგილზე ბილბაოა 4823 გოლით.

რომელია ბარსელონას რეკორდული ტრანსფერები?

ბარსელონას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი უსმან დემბელეა, რომელშიც კატალონიელებმა 140 მილიონი ევრო გადაიხადეს. მეორე ადგილზე 135 მილიონი ევროთი ფილიპე კოუტინიო მოდის, ხოლო მესამეზე 120 მილიონით ანტუან გრიზმანი.

რაც შეეხება წამსვლელებს - ნეიმარის პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ გადასვლა არათუ ბარსასთვის, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მეორე ადგილზე არტურია, რომელშიც იუვენტუსმა 76 მილიონი გადაგვიხადა. მესამე პოზიციას 60 მილიონით ლუიშ ფიგუ იკავებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 თებერვალი 2022 17:03
    1
    ამისთანა უტვინო კონტრაქტები ალბათ არავის არ გაუკეთებია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 თებერვალი 2022 12:52
    3
    ეს 3 ტრანსფერი დაახლოებით 400 ლიმონი დაჯდა, ამას დამატებული +10 ლიმონიანი ხელფასები და უმთითის ბარგად გადაქცევა;
    ამის გამო ეკუთვნის ბართომეუს ჯერ ციხე და მერე მადრიდში გადეპორტება, კატალონიაში ცხოვრების 20 წლიანი აკრძალვით rage
    ფანი [?]
    #2 11 თებერვალი 2022 08:07
    0
    კოუტინიო ყველაზე ძვირიანი შენაძენი იყო ასე მახსოვდა... მგონი 145 მილიონი დაჯდა სულ🙃 ასე მახსოვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 თებერვალი 2022 07:28
    0
    დემბელე 105 და კოუტინიო 145 რატომ მეგონა?! ბონუსებმა აწია 140-მდე?