ოფიციალურად: ბარსელონა დანი ალვესის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს

ოფიციალური ინფორმაციით, "ბარსელონა" დანი ალვესის 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს.
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა წითელი ბარათი "ატლეტიკოსთან" 4-2 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. ამავე მატჩში მან დაბრუნების შემდეგ "კამპ ნოუზე" გამართულ პირველივე შეხვედრაში გაიტანა.
იმ შემთხვევაში, თუ 38 წლის ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება, ის "ბარსას" ოთხ მატჩს გამოტოვებს: "ესპანიოლთან" და "ვალენსიასთან" - წითელი ბარათის, "ნაპოლისთან" 2 შეხვედრას კი განაცხადში არ ყოფნის გამო. შესაბამისად, ალვესი "ბილბაოსთან" 28 თებერვალს გასამართ მატჩამდე ვერ ითამაშებს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება გასაჩივრების პასუხი დაკმაყოფილებული/უარყოფილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]