ბარსელონა პლანესის შემცვლელს არ მოიყვანს

ბარსელონა პლანესის შემცვლელს არ მოიყვანს

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" გუნდიდან რამდენიმე თვის წინ წასული რამონ პლანესის შემცვლელის მოყვანაზე არ ფიქრობს.

წყაროს ინფორმაციით, პირველ გუნდზე პასუხისმგებელნი მატეუ ალემანი, ჟორდი კრუიფი, ჩავი ერნანდესი და დეკუ იქნებიან; "ბარსა ბ-სა" და ჟუვენილს კი ხოსე მარი ბაკერო და ხოსე რამონ ალეშანკო მიხედავენ.

ასევე, MD-ს თანახმად, კლუბში სკაუტი ჟოელ ლარა მოვა, რომელიც ჟორდი კრუიფის ნდობით სარგებლობს. 

რამონ პლანესი "ბლაუგრანაში" 2018-21 წლებში, სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 თებერვალი 2022 23:06
    0
    რომელ დეკუზეა ლაპარაკი, ყოფილ ბარსელონელზე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 თებერვალი 2022 00:45
    0
    ციტატა: ბართომეუს ბოტი
    ამან დაგვაქცია და არა ბართომეუმ რეალურად

    მეგონა ეგ სახელი ხუმრობით გეწერა😏, ეს 2018 წელს მოვიდა და იქამდეც და მაგის მერეც ბართომეო კლუბის დანგრევაში გულმოდგინებ მუშაობდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 თებერვალი 2022 23:30
    0
    პლანესი არ ვიცი, მაგრამ თუ ბარსა ბ-ს მწვრთნელი არ გამოცვალეს შეიძლება იქედანაც გავარდეს. ბოლოს როდის მოიგეს არც ახსოვთ.
    ფანი [?]
    #1 5 თებერვალი 2022 20:59
    0
    ამან დაგვაქცია და არა ბართომეუმ რეალურად