ობამეიანგი ხელფასს 100 ათასამდე შეიმცირებს

ობამეიანგი ხელფასს 100 ათასამდე შეიმცირებს

უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი თანახმაა, "ბარსელონაში" სათამაშოდ ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს, ახლა კი გაბონელი თავდამსხმელის ანაზღაურების დეტალები ცნობილი გახდა.

32 წლის შემტევი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი "ბლაუგრანაში" ტრანსფერი შედგეს.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როჟერ ტორელიოს ცნობით, ობამეიანგი მზადაა, ხელფასი კვირაში 350 ათასი ევროდან 100 ათას ევრომდე შეიმციროს.

წყაროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ობამეიანგის ანაზღაურება "ბარსას" სახელფასო ჭერს უსმან დემბელეს წასვლის საჭიროების გარეშე მოერგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 თებერვალი 2022 15:26
    0
    თითქოს რა არის 100000 ათასიო ვიტყვით, მაგრამ ეს წელიწადში 5 მილიონზე ცოტა მეტია.
    Culé [?]
    #3 31 იანვარი 2022 19:45
    0
    მაინც არაა ცოტა , თუმცა კარგია ამხელა დათმობაზე რომ წავიდა, ცოტა დისციპლინის პრობლემა აქვს თორე კარგია გამოგვადგება მაგრად...
    გულშემატკივარი [?]
    #2 31 იანვარი 2022 19:25
    0
    რავი ეხლა დაიწერა ,პროსტა ჩამოვიდაო და არაფერი არაა გადაწყვეტილი ჯერო.დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 იანვარი 2022 18:59
    3
    აგერ გამოჩნდა რომ ბარსა ისევ ბრენდია❤❤