ვინ დაესწრება მინი ელ კლასიკოს

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, "ბარსა ბ-სა" და "რეალ მადრიდ კასტილიას" შორის მინი "ელ კლასიკო" გაიმართება, რომელსაც რამდენიმე საპატიო სტუმარი ეყოლება.
COPE-ს ინფორმაციით, აღნიშნულ მატჩს "ბარსელონას" პირველი გუნდის ფეხბურთელები - ერიკ გარსია, ნიკო გონსალესი, გავი და რიკი პუჩი, ჩავი და თავისი სამწვრთნელო შტაბი, კატალონიელთა ხელმძღვანელობის წევრები - რაფა იუსტე, მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი, და ლიონელ მესის ძმა როდრიგო მესი დაესწრებიან. თუმცა, შეხვედრას ტრიბუნებიდან თვალს ჟოან ლაპორტა არ მიადევნებს.
"ბარსა ბ-ს" სასტარტო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
4-3-3 | არნაუ ტენასი; გილემ ხაიმე, მიკა მარმოლი, რამოს მინგო, ალეხანდრო ბალდე; ალვარო სანსი, მატეუს პერეირა, რუის-ატილი; ილიას აკომაჩი, აბდე ეზალზული, ფერან ჟუტგლა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]