ბარსელონას ვლაჰოვიჩთან შეთანხმება ჰქონდა

"ბარსელონას" ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულთან, დუშან ვლაჰოვიჩთან პირადი შეთანხმება ჰქონდა. ამ ინფრომაციას ჟერარ რომერო ავრცელებს.
ცნობილი ესპანელი სპორტული ჟურნალისტის ცნობით, ვლაჰოვიჩის ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ იანვარში "ბარსა" მნიშვნელოვან გაყიდვებს განახორციელებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამასთანავე "ბლაუგრანას" 22 წლის სერბი თავდამსხმელის შეძენაში ეჭვი ეპარებოდა, რადგან ერლინგ ჰოლანდის ზაფხულში მოსვლის შესაძლებლობა არსებობს.
ვლაჰოვიჩი საბოლოოდ "იუვენტუსს" შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად გუშინ დადასტურდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]