აბდე ეზალზული პირველ გუნდში დარჩება

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან "ბარსელონას" შემადგენლობას ადამა ტრაორე გააძლიერებს, ჩავი ერნანდესი არ გეგმავს, რომ მის პოზიციაზე მოთამაშე აბდე ეზალზული დაივიწყოს.
ახალგაზრდა მაროკოელი ფეხბურთელი ოფიციალურად პირველ გუნდში არ ირიცხება, მაგრამ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ინფორმაციით, ის "ბარსა ბ-ს" ამ სეზონში იშვიათად დაეხმარება და ძირითადად ჩავის განკარგულებაში იქნება.
კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელს აბდეს თვისებები ძალიან მოსწონს და თვლის, რომ მას გუნდის შეტევითი რესურსის გამრავალფეროვნება შეუძლია.
"ბარსას" შემადგენლობაში ეზალზულის დებიუტი გასული წლის 30 ოქტომბერს შედგა. ჯამში მის ანგარიშზე 12 მატჩი და ერთი გოლია, "ბარსა ბ-ს" მაისურით კი - 7 მატჩი და ერთი საგოლე პასი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]