მირალემ პიანიჩი: თუ არჩევის საშუალება მექნება, ბეშიქთაშში დავრჩები

"ბარსელონას" ფეხბურთელი, მირალემ პიანიჩი, A Sport-თან ინტერვიუში "ბეშიქთაშის" შემადგენლობაში იჯარით გატარებული სეზონის პირველ ნახევარს აფასებს და კლუბში დარჩენის სურვილს გამოთქვამს.
ადაპტაცია ადვილად გავიარე. აქ თავს კარგად ვგრძნობ. "ბეშიქთაშში" ერთი წლით მოვედი, სეზონის ბოლოს კი ბარსელონაში უნდა დავბრუნდე და ვნახოთ, რა მოხდება ამის შემდეგ.
ჩემი ოჯახი აქ ყოფნით კმაყოფილია, ისევე, როგორც მე. "ბარსელონასთან" ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ახლა მომავალზე საუბარი რთულია, მაგრამ თუ არჩევის საშუალება მექნება, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გამოვიარე, "ბეშიქთაშში" დარჩენას ვამჯობინებდი.

- აცხადებს პიანიჩი.
ბოსნიელმა ნახევარმცველმა თურქეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში 15-ჯერ ითამაშა და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც დაეხმარა. ამ ეტაპზე, "ბეშიქთაში" თურქეთის სუპერ ლიგის სატურნირო ცხრილში ევროტურნირების ზონის მიღმაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]