ალვარო მორატა, შესაძლოა, იუვენტუსში დარჩეს

Goal Italia-ს ინფორმაციით, ალვარო მორატას თაობაზე "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს.
მადრიდელებს სურთ, "ბარსამ" ესპანელი მოთამაშის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამასთან, დიეგო სიმეონე მეტოქის გაძლიერებას არ გეგმავს.
შესაბამისად, მორატას "ბლაუგრანაში" პოტენციური ტრანსფერი ძალიან გართულებულია და, მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსმა" დუშან ვლაჰოვიჩი შეიძინა, ალვარო, შესაძლოა, იტალიაში დარჩეს.
ამჟამად, ესპანელი "ატლეტიკოდან" სწორედ "იუვეშია" განათხოვრებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]