Spotify-მ, შესაძლოა, ბარსელონას წლიურად 100 მილიონი ევრო გადაუხადოს

Spotify-მ, შესაძლოა, ბარსელონას წლიურად 100 მილიონი ევრო გადაუხადოს

"ბარსელონას" ახალი სპონსორი, დიდი ალბათობით, Spotify გახდება - აღნიშნული კომპანია "ბარსას" სპონსორობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

Sport-ის ინფორმაციით, შვედურმა კომპანიამ, შესაძლოა, კატალონიური კლუბის მაისურსა და სავარჯიშო ფორმაზე რეკლამირებისა და "კამპ ნოუს" სახელის უფლებების მოსაპოვებლად, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" წლიურად 100 მილიონი ევრო შესთავაზოს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას", ეკონომიკური მდგომარეობის სრულად გამოსასწორებლად, Spotify-სთან გრძელვადიანი (15-30-წლიანი) კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა, ამ შემოთავაზებას შვედები უარყოფენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 იანვარი 2022 13:47
    0
    100 მილიონი ყველაფერში ერთად? როგორც მახსოვს მარტო ფორმების და გუნდის რეკლამაში დებდნენ 80 მილიონს. და სტადიონის სახელი 20-ზე მეტი არა ღირს? კამპ ნოუა ბოლო ბოლო ბეშიქთაშის სტადიონი ხო არ არის.
    Culé [?]
    #1 28 იანვარი 2022 21:59
    2
    ოჰოოო,ესენი აღარც ხუმრობენ, ამ ზაფხულში 100 ლინი და ჰოლანდის მაყუთი ადვილად იქნება
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.