Sport: სტერლინგის დამატება ჩავის ალემანიმ გადააფიქრებინა

27 წლის ინგლისელი გარემარბის, რაჰიმ სტერლინგის დამატებით "ბარსელონა" სერიოზულად იყო დაინტერესებული.
Sport-ი წერს, რომ ფეხბურთელსა და "ბარსას" სპორტულ დირექტორს, მატეუ ალემანის შორის შეხვედრა შედგა. კატალონიაში დაბრუნების შემდეგ, ალემანიმ ჩავის უთხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ სტერლინგის ტრანსფერზე უარს იტყოდნენ, რადგან იგი გუნდს ვერ შეეწყობოდა. ალტერნატივად ალემანიმ ჩავის ფერან ტორესი შესთავაზა.
საბოლოოდ, "ბარსაში" სწორედ ესპანელი აღმოჩნდა. მის სანაცვლოდ, კატალონიური კლუბი 55 მილიონ ევროს გადაიხდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]