Camp Nou Spotify?
კატალონიის რადიოს ჟურნალისტი ტოტ კოსტა ავრცელებს ინფორმაციას, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, "ბარსელონას" საშინაო არენას Camp Nou Spotify ეწოდოს.
საიდუმლო არავისთვისაა, რომ "ბარსა" და Spotify მაისურის სპონსორობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით შვედურ კომპანიას "ბარსელონას" სპონსორობის ყველაზე დიდი შანსი აქვს.
ტოტ კოსტას ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსამ" არჩევანი საბოლოოდ სწორედ Spotify-ზე შეაჩერა, ეს კომპანია "კამპ ნოუს" სახელსაც შეიძენს და "ბარსას" საშინაო არენას Camp Nou Spotify ან რაიმე მსგავსი დაერქმევა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]