ადამა ტრაორეს ბარსელონაში ჩასვლა ხვალისთვის იგეგმება

როგორც ჩანს, ადამა ტრაორეს "ბარსელონაში" დაბრუნება მართლაც გადაწყვეტილი საკითხია. ის, რომ ტრანსფერის განხორციელების დიდი შანსი არსებობს, არაერთმა წყარომ დაადასტურა,
Esport 3-ის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ტრანსფერი დასრულებასთან მართლაც ძალიან ახლოსაა. იგეგმება, რომ ადამა ტრაორე ბარსელონაში ხვალ ჩავიდეს, მისი პრეზენტაცია კი ორშაბათს შედგეს.
ადამა ტრაორე "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. კატალონიური კლუბი მან 2015 წელს, 19 წლის ასაკში დატოვა, როდესაც "ასტონ ვილას" მიაშურა. ერთი წლის შემდეგ ესპანელი გარემარბი "მიდლსბროში" გადავიდა, 2018 წლიდან კი "ვულვზში" თამაშობს.
გავრცელებული ცნობებით ტრაორე "ბარსელონაში" იჯარით ითამაშებს და მას კატალონიურ გუნდში დაბრუნება იმდენად უნდა, რომ ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა, რის გამოც "ბარსას" მისი დარეგისტრირების პრობლემა არ ექნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 30 ]