ბარსელონა ბართომეუსა და მის ბორდს ადანაშაულებს

ფერან კორეასის ინფორმაციით, "ბარსელონამ", Espai Barça-სა და ტრანსფერებში გადახდილ საკომისიოებთან დაკავშირებით, ჟოზეპ მარია ბართომეუ და მისი ბორდი დაადანაშაულა.
"ბარსას" ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ბართომეუს შტაბი ყალბ დოკუმენტაციებსა და აღრიცხვებს ადგენდა, რაც, განსაკუთრებით, მალკომისა და ანტუან გრიზმანის ტრანსფერებს ეხება.
წყაროს ცნობით, ბართომეუმ, მალკომის გარიგების განსახორციელებლად, ბრაზილიელის აგენტს, ჟუნიორ მინგელას 10 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც ტრანსფერის 25%-ს შეადგენს, წესების თანახმად კი, მხოლოდ 5%-ის გადახდაა დაშვებული.
ამასთან, ბართომეუს ბორდმა ადვოკატი, რომელმაც გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერის საკითხები მოაგვარა, 10 მილიონი ევროთი დააჯილდოვა.
კორეასის თქმით, აღნიშნულზე დამატებუთი ცნონები 1 თებერვალს გამოვლინდება.
შეგახსენებთ, მალკომი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 2018-19 წლებში ასპარეზობდა, გრიზმანი კი კატალონიელებმა 2019 წელს, 120 მილიონ ევროდ შეიძინეს, და ჯერ კიდევ კლუბის საკუთრებაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]