ბარსელონა ბაიერნის ტალანტით ინტერესდება

SPORT1-ის ინფორმაციით, "ბარსელონა", "ბაიერნის" 16 წლის შემტევი ნახევარმცველით, ქენან ილდიზით ინტერესდება, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
როგორც გერმანული წყარო იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერები" თურქი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ილდიზის გაფორმებას შეძლებენ, ის თავდაპირველად "ბარსა ბ-ში" იასპარეზებს.
ქენანი "ბაიერნის" აკადემიას 2012 წელს შეუერთდა, მანამდე კი "რეგენსბურგში" ირიცხებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]