აგუეროს კარიერის დასრულება არ სურდა

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს, სერხიო აგუეროს, კარდიოლოგების რჩევისა და ასაკის მიუხედავად, საფეხბურთო კარიერის დასრულება არ სურდა.
წყაროს ცნობით, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც არგენტინელი ვარსკვლავი ბუცების ლურსმანზე დაკიდებაში დაარწმუნა, დედამისი იყო. თუმცა, კუნი უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, მას ფეხბურთის თამაშს ვერავინ შეაწყვეტინებდა.
აგუერომ "ბარსაში" სულ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი მადრიდის "რეალის" კარში გაიტანა. მას კარიერის დასრულება არითმიის გამო მოუწია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]