დასვენების ნაცვლად ბრეითუეიტმა, დეპაიმ, გარსიამ და რობერტომ ივარჯიშეს

დასვენების ნაცვლად ბრეითუეიტმა, დეპაიმ, გარსიამ და რობერტომ ივარჯიშეს

დასვენების დღის მიუხედავად, მარტინ ბრეითუეიტმა, სერჟი რობერტომ, ერიკ გარსიამ და მემფის დეპაიმ "სიუტატ ესპორტივაზე" ივარჯიშეს, იტყობინება Mundo Deportivo.

გუშინდელი აღდგენითი ვარჯიშის შემდეგ, ჩავიმ ფეხბურთელებს 1-დღიანი შვებულება მისცა, თუმცა ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა დასვენებაზე უარი თქვეს.

მემფისს მარცხენა ფეხის მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს, იგი "ატლეტიკოსთან" მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს. გარსიას მარჯვენა ფეხის ბარძაყის ბიცეფსი აწუხებს და რეაბილიტაციის დასასრულებლად სამი კვირა სჭირდება. რობერტომ კი 1 დეკემბერს მარჯვენა ფეხის ბარძაყის სწორი კუნთის ოპერაცია გაიკეთა და თამაშს კიდევ ორნახევარი თვე ვერ შეძლებს.

მარტინ ბრეითუეტს რაც შეეხება, იგი გუნდს "ბილბაოსთან" შეხვედრაში დაუბრუნდა, თუმცა 4-თვიანი უქმობის გამო, რიტმი ბოლომდე აღდგენილი არ აქვს.

ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩი, "როხიბლანკოს" წინააღმდეგ, 6 თებერვალს, თბილისის დროით, 19 საათსა და 15 წუთზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 იანვარი 2022 18:30
    0
    მეგონა დემბელეც ივარჯიშებდა, თურმე ბარსაში დარჩენა სდომებია ძალიან.
    Culé [?]
    #4 26 იანვარი 2022 08:49
    1
    me da barca,
    გავის რომ ექნა ეგრე ხომ აიტაცებდით და ჰაი ნამდვილი კულეა და ესა და ისა😑
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 იანვარი 2022 01:04
    0
    და ამისთვის ტაში უნდა დავუკრათ?!
    Culé [?]
    #2 25 იანვარი 2022 22:31
    6
    დეპაის უყვარს გუნდი ასე მგონია, აუცილებლად უნდა დატოვონ, ბოლოს და ბოლოს მარტო ათრევდა გუნდს სეზონის დასაწყისში ♥️
    გულშემატკივარი [?]
    #1 25 იანვარი 2022 22:30
    3
    არაუხოზე დაიწერა ,პირველ კონტრაქტზე უარი თქვაი რახდება დადეთ რა