ბარსელონამ ასპილიკუეტას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

"ბარსელონამ" "ჩელსის" მარჯვენა მცველს, სესარ ასპილიკუეტას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბირციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" 32 წლის ფეხბურთელის დამატებას ზაფხულში, "არისტოკრატებთან" მოთამაშის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გეგმავს.
ასევე რომანო იტყობინება, რომ "ბარსას" "ჩელსის" ცენტრალური მცველის, ანდრეას კრისტენსენიც შეძენაც უნდა. 25 წლის დანიელი უკანახაზელი ზაფხულში ასპილიკუეტას მსგავსად თავისუფალი აგენტი ხდება.
გავრცელებული ცნობებით, ხსენებული ფეხბურთელები "ჩელსისთან" კონტრაქტების გახანგრძლივებას არ აპირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]