Spotify ცდილობს, ბარსას სპონსორი გახდეს

Spotify ცდილობს, ბარსას სპონსორი გახდეს

ცნობილი აუდიო სერვისის კომპანია Spotify ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ “ბარსელონასთან” თანამშრომლობა დაიწყოს და კლუბის მთავარი სპონსორი გახდეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

MD-ს ცნობით, “ბარსა” აღიარებს, რომ Spotify-სთან გარიგების დადების დიდი ალბათობა არსებობს და მოლაპარაკებები შესანიშნავად მიმდინარეობს. კიდევ ერთი ვარიანტი Tencent არის, ხოლო Vegan Nation-თან თანამშრონლობა კი გამორიცხულია.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბლაუგრანამ” ისტორიაში ყველაზე დიდი სასპონსორო შემოთავაზება მიიღო. კომპანიის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ცნობებით, Spotify-ს “ბარსელონაში” მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრების დიდი რაოდენობა იზიდავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 იანვარი 2022 14:55
    0
    ხო შეიძლება რამდენიმე ერთდროულად გააფორმონ.
    გულშემატკივარი [?]
    #3 25 იანვარი 2022 12:45
    0
    რამდენი სიახლეა და რატომ არ დებთ/
    წევრი [?]
    #2 25 იანვარი 2022 12:22
    4
    დონე აპლიკაციაა😁კაი მაყუთსაც იხდის და მიდი ლაპორტ
    ფანი [?]
    #1 25 იანვარი 2022 11:47
    4
    გაასწორებს