დღეს ლუის სუარესის დაბადების დღეა!

დღეს "ბარსელონას" ურუგვაელ ლეგენდას, კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირს, ლუის სუარესს 35 წელი შეუსრულდა.
სუარესი "ბარსაში" 2014-2020 წლებში ირიცხებოდა და მან "ბლაუგრანაში" წარუშლელი კვალი დატოვა. "ელ პისტოლერომ" კატალონიელთა მაისურით 284 მატჩი ჩაატარა, 198 გოლი გაიტანა, 113 ასისტი გააკეთა და გახდა რა კლუბის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი.
სუარესმა კატალონიურ გუნდთან ერთად 13 ტიტული მოიგო - 4 ლა ლიგა, 4 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
"ბარსელონამ" სუარესის დაბადების დღესთან დაკავშირებით Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე მისი "პარი სენ-ჟერმენთან" გატანილი გოლი გამოაქვეყნა და ლეგენდას იუბილე ასე მიულოცა.
G⚽️AL OF THE DAY
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 24, 2022
Happy birthday, @LuisSuarez9! 🎉 pic.twitter.com/aeFiJ4CGiQ
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]